გიორგი ვაშაძე – სად არის ის დიდი წარმოებები, რომელსაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა საზოგადოებას ჰპირდებოდა? – არსად! – ამიტომ გეუბნებით, ჩვენი გამარჯვებისკენ გზა არის ცვლილებები – დიახ, ვცვლით ხელისუფლებას!

სად არის ის დიდი წარმოებები, რომელსაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა ჰპირდებოდა საზოგადოებას? – არსად, რადგან ხალხი მოატყუეს, ამიტომ გეუბნებით, რომ ჩვენი გამარჯვებისკენ გზა არის ცვლილებები – დიახ, ვცვლით ხელისუფლებას!- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე მ გორში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური ანგარიშსწორება და კინკლაობა წარსულს ჩაბარდება.
„ვცვლით ხელისუფლებას, ვხდებით ევროკავშირის წევრი დაჩქარებული წესით და კეთილდღეობას იღებს ქვეყანაში ყველა. ევროკავშირი ხომ ეს არის – დოვლათის თანაბრად გადანაწილება. არა ის, რომ ელიტა მდიდარია და ხალხი – უკიდურესად გაჭირვებული, არამედ ის, რომ დოვლათი მაქსიმალურად თანაბრად ნაწილდება. დიახ, ვცვლით ხელისუფლებას და ერთხელ და სამუდამოდ, პოლიტიკურ ანგარიშსწორებებს და კინკლაობას ვაბარებთ წარსულს! აღარ იქნებიან პოლიტიკოსები, რომლებიც ციხეში იქნებიან, მიშაც იქნება თავისუფალი და ამით დავასრულებთ ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ქვეყანაში. ყველა პროფესიონალი ჩაერთვება ქვეყნის განვითარების პროცესში, განვავითარებთ წარმოებას, რეგიონებს, სოფლებს, ტურიზმს, რათა ადამიანებს ჰქონდეთ ქვეყანაში პერსპექტივა და აღარ იყოს სამუშაო ადგილის პრობლემა“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანზორ კვარაცხელიას მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ წვავს ის საკუთარ მაისურს, რომელიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის დროს ეცვა

ლევან მახაშვილი – უკრაინაში ომის დასასრული, არის იმის გამეორება, რაც 2008 წელს ვნახეთ, როცა ომიდან რვა თვის თავზე, ამერიკამ და რუსეთმა თავიანთი ურთიერთობები ისე გადატვირთეს, თითქოს, დედამიწაზე არაფერი მომხდარა