გიორგი ვაშაძე – რატომ უნდა ვიყოთ 4 ოქტომბერს რუსთაველზე? პასუხი მარტივია, ეს ქვეყანა ჩვენია, ქართველი ხალხის და არა ივანიშვილის! – უზურპატორი უნდა წავიდეს! ძალაუფლება უნდა დაუბრუნდეს ხალხს!

ეს ქვეყანა ჩვენია, ქართველი ხალხის და არა ივანიშვილის! – უზურპატორი უნდა წავიდეს! – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.
გიორგი ვაშაძის თქმით, ძალაუფლება ხალხს უნდა დაუბრუნდეს.
„რატომ უნდა ვიყოთ 4 ოქტომბერს რუსთაველზე? პასუხი მარტივია, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ჩვენია, ქართველი ხალხის და არა ივანიშვილის! იმიტომ რომ ჩუმად ყოფნა ნიშნავს თანხმობას, შეგუებას ძალადობასა და უსამართლობაზე. იმიტომ რომ ერთად ძლიერები ვართ! უზურპატორი უნდა წავიდეს! ძალაუფლება უნდა დაუბრუნდეს ხალხს!“ – წერს გიორგი ვაშაძე წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში მის გვერდზე გამოქვეყნდა.