გიორგი ვაშაძე – პირდაპირ გეუბნებით, ოთხ წელიწადში საქართველოს დავავიწყებთ უმუშევრობის პრობლემას – ევროპული და ამერიკული ინვესტიციების რიგებს დავაყენებთ

როგორც კი გავიმარჯვებთ, იმდენ ინვესტორს შემოვიყვანთ და იმდენ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შევქმნით, რომ თქვენ თვითონ გაგიკვირდებათ, – ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, მ „ქართული ოცნების“ დეპუტატის ს მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას: „თუ შნო და ერთი ადგილი გაქვს, შემოიყვანე ინვესტორები და ჩაადებინე ფული“.
როგორც გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მისი გუნდი საქართველოს უმუშევრობის პრობლემას დაავიწყებს.
„პირდაპირ გეუბნებით, ოთხ წელიწადში საქართველოს დავავიწყებთ უმუშევრობის პრობლემას. ზუსტად ისე, როგორც გავაკეთეთ იუსტიციის სახლი, კორუფციის და რიგების პრობლემა რომ არავის ახსოვს პასპორტების აღებისას. რა გააკეთეს მათ იუსტიციის სახლში? ერთადერთი ფასებს მოუმატეს, უფრო ძვირი ღირს პასპორტი და კომპანიის რეგისტრაცია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის თქმით, მისი გუნდი გამარჯვების შემთხვევაში საქართველოში ევროპული და ამერიკული ინვესტიციების „რიგებს დააყენებს“.
„ხელისუფლებაში არის ვიწრო კორუფციული კლანი, რომელსაც მართავს ივანიშვილი, რომელიც ხან ფორმალურია, ხან არაფორმალურია და ხან რას მოიგონებს. არცერთ ინვესტორს არ აჭაჭანებს ქვეყანაში. ვინც შემოსულია ისიც გააქცია ქვეყნიდან და რანაირად შეიძლება ინვესტიციები შემოვიდეს ქვეყანაში. ჩვენ ევროპული და ამერიკული ინვესტიციების რიგებს დავაყენებთ. პირდაპირ გეუბნებით, საქართველოს ექნება უსწრაფესი ეკონომიკური ზრდის ტემპი. ვინც მე მიცნობს, ვისაც ჩემთან და ჩემს გუნდთან შეხება ჰქონია, ყველამ ხომ იცის, რომ ჩვენ ამის გამკეთებლები ვართ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, პოლიტიკაში „რაც მეტად ჩაერთვება, მით მეტად წააგებენ“.