– „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევა ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ დამფრთხალია – ძალადობრივი ქმედებები ხალხის ნებაზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან მათ ხელისუფლებას განაჩენი უკვე გამოუტანეს

მათი ძალადობრივი ქმედებები ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ხალხის ნებაზე, რადგან მათ ხელისუფლებას განაჩენი უკვე გამოუტანეს, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმას.
ვაშაძის თქმით, ცვლილებები გარდაუვალია.
„დღეს, გამთენიისას, ხელისუფლების მართული ჯგუფების მიერ მთავარი ოპოზიციური პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევა ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ დამფრთხალია და შეშინებული ცდილობს თავად დანერგოს შიში საზოგადოებაში, რაც არ გამოუვიდა და არც გამოუვა.
მათი ძალადობრივი ქმედებები ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ხალხის ნებაზე, რადგან მათ ხელისუფლებას განაჩენი უკვე გამოუტანეს.
ხელისუფლების უკანონო და ძალადობრივი ქმედებები კიდევ უფრო არალეგიტიმურს ხდის “ქართულ ოცნებას” და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ცვლილებები გარდაუვალია”, – აცხადებს ვაშაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა ჩართული უნდა იყოს უკრაინაში სამშვიდობო პროცესში, თუ უკრაინა დაეცემა, ევროპისთვის რისკები იზრდება და აბსოლუტურად არ შეგვიძლია ამის მიღება ან დაშვება