გიორგი ვაშაძე მომიტინგეებს – სავარაუდოდ, ისევ დაიწყებენ დარბევას, ვხედავთ, რომ არის გადაადგილებები

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, მ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მომიტინგეები გააფრთხილა, რომ შესაძლოა, დღესაც, წინა ღამის მსგავსად საპოლიციო ძალებმა აქცია დაშალონ.
მან მოუწოდა აქციის მონაწილეებს, ინიციატივები არ გამოიჩინონ და გაჰყვნენ ლიდერების ტაქტიკას. ამასთან, ვაშაძის თქმით, თუკი იქნება სამართალდამცველების მხრიდან დემონსტრანტების მიმართ მოწოდება ტერიტორიის გათავისუფლებისკენ, თავადაც ექნებათ შეთავაზება.
„სავარაუდოდ, ალბათ, ისევ დაიწყებენ დარბევას. ვხედავთ, რომ არის გადაადგილებები. მთავარია, რომ ყველანი ერთად ვართ. მთავარი პრინციპი ნომერი ერთი არის, რომ არ ვაჭერინებთ ხალხს. ელენე ხოშტარიაც აქ არის ზურაბ ჯაფარიძეც. თუ მოვლენ და გვეტყვიან, რომ რაღაც დრო გვაქვს, ჩვენ ჩვენს დროს შევთავაზებთ, რამდენი ხანი გვჭირდება, რომ მოვწესრიგდეთ“, – მიმართა ოპოზიციონერმა ლიდერმა მომიტინგეებს.
ინფორმაციისთვის, 2-დღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, 19 ნოემბრის დილით, საპოლიციო ძალებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ მყოფი მომიტინგეები ტერიტორიიდან გაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს. დემონსტრანტებს მთელი დღის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ მელიქიშვილის გამზირი. ამასთან, დღის განმავლობაში სამართალდამცველებს დაკავებული ჰქონდათ მელიქიშვილის გამზირის ნაწილი და ამგვარად აქციის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. უკვე საღამოს, მას შემდეგ, რაც პოლიციამ აღნიშნული ტერიტორია დატოვა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირიდან კვლავ პროტესტის თავდაპირველ ლოკაციაზე – ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილე დავით გოგილაშვილი: ნივთების ჩამორთმევა არაფორმალური, პირდაპირი ქურდობაა, რადგან პირველი რაც გააკეთეს, შეამოწმეს ჩემი ჯიბეები და ყველა ნივთი, რაც შეიძლებოდა ღირებული ყოფილიყო, რომ წაერთმიათ

„არსის“ დირექტორი: ბიზნესს, 2000-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის ჩვენს კომპანიასაც დაფიქსირებული გვაქვს, რომ მნიშვნელოვანია სასწრაფოდ დეესკალაცია – ამისთვის მოთხოვნილი გვაქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება