გიორგი ვაშაძე – მინდა, „ქართულმა ოცნებამ“ თვალი გაუსწოროს რეალობას – მათი დრო დამთავრებულია

„არა რუსულ კანონს!“, „არა ქართულ ოცნებას“, „არა ბიძინა ივანიშვილს“ – უკვე ყველა ერთია, – ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა მ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს, რადგან მათი დრო დასრულდა.
„მე მინდა, „ქართულმა ოცნებამ“ ამ რეალობას თვალი გაუსწოროს. მათი დრო დამთავრებულია. ეს ახალგაზრდები საქართველოს მომავალი არიან, რომლებიც ევროპაში შეგვიყვანენ და ძალიან მაგარ ქვეყანას ააშენებენ. მე მათ გვერდით ვდგავარ და როგორც თქვენ აშუქებთ, ისე ვაშუქებ ჩემი „ფეისბუქ“ ლაივით. ვინც გვაპირისპირებს, ეს ა, ხოლო ეს ახალგაზრდები გვაერთიანებენ.
„არა რუსულ კანონს!“, „არა ქართულ ოცნებას“, „არა ბიძინა ივანიშვილს“ , უკვე ყველა ერთია“, – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ