გიორგი ვაშაძე – მინდა მივმართო საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, ნუ შეგეშინდებათ სამსახურიდან წამოსვლის – გვაქვს მექანიზმები, როგორ უნდა დაგიდგეთ გვერდით

მინდა მივმართო საჯარო სექტორში დასაქმებულ ყველა პირს და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, ნუ შეგეშინდებათ სამსახურიდან წამოსვლის – გვაქვს მექანიზმები, თუ როგორ უნდა დაგიდგეთ გვერდით და დაგეხმაროთ, რომ თქვენი უფლებები დავიცვათ, – ამის შესახებ „სტრატეგია – აღმაშენებლის“ ლიდერმა მ, ოპოზიციური პარტიების სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნას „მოძალადეთა ვრცელი სია“, რომელშიც მოსამართლეები და პოლიციის თანამშრომლები მოხვდებიან.
„დოკუმენტზე მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. დღეს საღამოს კვლავ იქნება შეხვედრა იურიდიული ჯგუფების, რომ შეჯერდეს კონკრეტული საკითხები. მთავარი საკითხი, რაზეც შევთანხმდით არის, რომ შეიქმნას მოძალადეთა სრული სია – სასამართლოს, პოლიციის, სპეცსამსახურების, რომლებიც ჩართულები არიან ძალადობაში, რომ მათ პასუხისმგებლობა დაეკისროთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ