გიორგი ვაშაძე – მინდა ირაკლი კობახიძეს მივმართო: რატომ არიდებ თავს შეკითხვას, სად მიდის ლარნახევარი თითოეული ლიტრი საწვავიდან? რატომ არის ასეთი ძვირი ბენზინი და დიზელი საქართველოში?

მინდა ს მივმართო: რატომ არიდებ თავს შეკითხვას, სად მიდის ლარნახევარი თითოეული ლიტრი საწვავიდან? რატომ არის ასეთი ძვირი ბენზინი და დიზელი საქართველოში? რატომ უძვირებთ ხალხს ცხოვრებას?, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, მ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს უამრავ მოქალაქეს აინტერესებს, თუ რატომ არის ასეთი ძვირი ქვეყანაში საწვავი.
„მინდა ირაკლი ს მივმართო: რატომ არიდებ თავს შეკითხვას, სად მიდის ლარნახევარი თითოეული ლიტრი საწვავიდან? რატომ არის ასეთი ძვირი ბენზინი და დიზელი საქართველოში? რატომ უძვირებთ ხალხს ცხოვრებას? რა ბეგარას ახდევინებთ საქართველოს მოქალაქეებს თქვენ სასარგებლოდ? ამ კითხვებს თქვენ პასუხი უნდა გასცეთ. როგორ შეიძლება ასე თავი აარიდო ადამიანმა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებას აქვს, ეს ხომ მარტო ჩემი შეკითხვა არ არის, ეს არის იმ უამრავი ადამიანის შეკითხვა, რომელიც ამ ძვირ საწვავს საკუთარ მანქანაში ასხამს. ხომ ცალსახაა, რომ ძვირი ბენზინი აძვირებს ცხოვრებას. ძვირი ბენზინის გამო ადამიანებს გადაადგილების პრობლემა აქვს, ძვირი საწვავის გამო პროდუქცია ძვირდება, მომსახურება ძვირდება, აბსოლუტურად ყველაფერი ძვირდება. შესაბამისად, კითხვა არის ძალიან კონკრეტული, სად მიდის ეს ლარნახევარი? ხომ არ შეიძლება თავი აარიდოთ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც საზოგადოებას აქვს. გამოდით თუ არ გეშინიათ და ღიად გვითხარით, სად მიდის ეს ლარნახევარი? რატომ ძვირდება ასე სერიოზულად საწვავი, საზღვარზე შემოტანაზე არის 1 ლარი და 65 თეთრი, ორმაგდება ფასი უკვე, როცა ბენზინგასამართ სადგურებზე არის. ეს ყველაფერი ხომ არ არის იმ მაფიოზური „კლანური“ მონოპოლიის ბრალი, რომელიც თქვენ ჩამოაყალიბეთ ამ ქვეყანაში სხვადასხვა ბიზნესებთან ერთად, რომლიდანაც თქვენს ჯიბეში ილექება ეს ფული. რატომ აღარიბებთ ხალხს? სადამდე უნდა გამდიდრდეთ? სადამდე უნდა დააიგნოროთ ის საკითხები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ირაკლი კობახიძე ვუმეორებ, გაგვეცით პასუხი კითხვაზე, სად მიდის ლარნახევარი თითოეული ლიტრი საწვავიდან? პასუხისმგებელი ხართ, რომ გამოხვიდეთ და ამ კითხვას გასცეთ ძალიან კონკრეტული პასუხი“, – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა