– ლეგიტიმაციას თუ არ ანიჭებ, სიები უნდა ჩახსნა, ორმაგი თამაში არის რაღაც გაუგებარი პროცესი, რომელიც ცუდად დაუმთავრდება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას

ლეგიტიმაციას თუ არ ანიჭებ, სიები უნდა ჩახსნა, ორმაგი თამაში არის ფაქტობრივად რაღაც გაუგებარი პროცესი, რომელიც ცუდად დაუმთავრდება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, პარტიამ „გახარია – საქართველოსთვის“ მანდატზე უარი უნდა თქვას და სიები ჩახსნას.
„ლეგიტიმაციას თუ არ ანიჭებ, სიები უნდა ჩახსნა, ორმაგი თამაში არის ფაქტობრივად რაღაც გაუგებარი პროცესი, რომელიც ცუდად დაუმთავრდება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას. პირდაპირ გეუბნებით, მანდატზეც უარი უნდა თქვათ და სიებიც უნდა ჩახსნათ, როდესაც ამის პროცედურული მომენტი იქნება. სხვა ყველა დანარჩენი გზა არის არასანდო, სულ მცირე იმისთვის დატოვებული, რომ მერე შეიძლება, ვინმე შეძვრეს იმ სიიდან პარლამენტში. თუ მოიჭრი გზას, უნდა მოიჭრა ეს გზა ბოლომდე და არა სანახევროდ. იმედია, ეს პოლიტიკური ჯგუფი [„გახარია საქართველოსთვის“] ამ რაღაც თამაშს შეეშვება, იტყვის ან ასე, ან ისე. ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ თუ ხალხთან ერთად ხარ, მანდატზე უარი უნდა თქვა და სიები ჩახსნა. მორჩა და დამთავრდა. მე სხვა ალტერნატივას არ ვიხილავ, ვერც განვიხილავ, ნებისმიერი სხვა ალტერნატივა არის თამაში, კოლაბორაცია რუსულ რეჟიმთან“, – განაცხადა ვაშაძემ.
კითხვაზე, რომელიც სიების ჩახსნის საკითხთან დაკავშირებით მათ და გიორგი გახარიას გუნდს შორის კონსულტაციებს შეეხებოდა, ვაშაძემ უპასუხა: „ეგენი ხომ შორიდან უჩინმაჩინივით კონტაქტობენ ხოლმე, ჩვენც ეგრე უჩინმაჩინურად გვაქვს კონტაქტი. რაც თქვენ იცით, ის ვიცით ჩვენც“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ოპოზიციაში ტრაგიკომიკურ ჟანრს ვუყურებთ: შეიძლება, კაცის კვლა, დაწვა, გამოხატვის თავისუფლებაში შეიყვანონ – ლაზარე გრიგორიადისის „გაგმირება“ გვახსოვს, შემდეგ რა სცადა „ხანდაზმულმა ლაზარემ“, ელისაშვილს ვგულისხმობ, ისიც ვნახეთ

ირაკლი კირცხალია – ვსაუბრობთ ოპტიმიზაციასა და ეფექტურობაზე, რაც კონვერტირდება ერთ რაიონში ლამაზი, თანამედროვე სტანდარტების სამთავრობო ქალაქის შექმნის იდეაში – ეს არცერთ ვარიანტში ბიუჯეტს არ უნდა დააწვეს