გიორგი ვაშაძე – კობახიძეს ვეუბნები: ნუ იმალები ამ შენობაში, პარლამენტის წევრებს გვაქვს უფლება, რომ შევიდეთ ნებისმიერ შენობაში – ამიტომ, გთხოვთ, ნუ დაგვიდგებით წინ და შევიდეთ შიგნით

ს ვეუბნები: ნუ იმალები ამ შენობაში – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, მ პრემიერ-მინისტრ ს მთავრობის ადმინისტრაციასთან.
ვაშაძის თქმით, მათ აქვთ ორი კონკრეტული მოთხოვნა, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებული პირები და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის უკან გაიტანონ.
„კობახიძეს ვეუბნები – ნუ იმალები ამ შენობაში [მთავრობის ადმინისტრაციის]. პარლამენტის წევრებს გვაქვს უფლება, რომ შევიდეთ ნებისმიერ შენობაში, ამიტომ, ხალხი ითხოვს, რომ დაელაპარაკოთ მათ. მოთხოვნა არის ორი ძალიან კონკრეტული: დაუყოვნებლივ დაკავებულების გათავისუფლება და კანონის უკან გატანა, ამიტომ გთხოვთ ნუ დაგვიდგებით წინ და შევიდეთ შიგნით“, – განაცხადა ვაშაძემ.
გარდა ამისა, ვაშაძემ მიმართა მთავრობის ადმინისტრაციასთან მობილიზებულ საპატრულო პოლიციას და მოუწოდა მათ, გაიხადონ უნიფორმები და გადავიდნენ ხალხის მხარეს.
„პოლიციელებს ვეუბნებით: გადადით ხალხის მხარეს ბიჭებო. გაიხადეთ უნიფორმა, გადმოდით ხალხის მხრეს და პირდაპირ გეუბნებით, თქვენ დაგაფასებთ ქართველი ერი. ეს უნდა იცოდეთ.
რასაც ხალხი იტყვის, ჩვენც იმას ვიზამთ. ველოდებით, რომ [ირაკლი კობახიძე] შეხვდეს ხალხს და ჩვენ. მანდატი მოგვცა ხალხმა. სამოქალაქო სექტორი, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეების ჯგუფები შეკრულია, ერთიანია და შეხვდეს ხალხის წარმომადგენლებს. ნუ იმალები პოლიციის უკან“, – აღნიშნა ვაშაძემ.
ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან მთავრობის კანცელარიისკენ გადაინაცვლეს.

ასევე დაგაინტერესებთ