გიორგი ვაშაძე – ივანიშვილის პარტიას მინდა ვკითხო: თავში ტვინი არა გაქვთ? რას უმოწმებთ ტაქსის მძღოლებს ან რა ლიცენზია აგიტყდათ? – ყელში ხომ არ უნდა წავუჭიროთ ბოლომდე?

კითხვა მინდა დავუსვა ს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, სად მიდის თითოეული ლიტრი ბენზინიდან ლარნახევარი? სად მიდის ეს ფული? – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, მ განაცხადა.
ვაშაძე საწვავზე გაძვირებულ ფასს ბაზარზე მონოპოლიის პრობლემას უკავშირებს.
„დღეს საქართველოში აბსოლუტურად ყველას საწვავის ძალიან მაღალი ფასი აწუხებს. კითხვა მინდა დავუსვა ირაკლი ს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, სად მიდის თითოეული ლიტრი ბენზინიდან ლარნახევარი? სად მიდის ეს ფული? 1 ლარი და 65 თეთრი ღირს საწვავი (ამ შემთხვევაში ბენზინზე ვსაუბრობთ, დიზელზეც იგივე სიტუაციაა), როცა საზღვრამდე ეს საწვავი მოდის. მერე ქვეყნის შიგნით ისე ხდება სიტუაციის დალაგება, რომ თითქმის ორმაგდება ამის ფასი. შესაბამისად, კობახიძეს კითხვას ვუსვამ, სად მიდის ლარნახევარი? ერთი, რომ გადასახადები გაზარდეთ, მეორე, რომ გაზარდეთ მარჟები, რომელსაც მონოპოლიურ-მაფიოზური „კლანი“ თქვენთან ერთად ჯიბეში იდებს! საწვავში არის მონოპოლია. ამას სხვათა შორის, თქვენი სააგენტოებიც ადასტურებენ, მონოპოლიური ბაზარი არის შექმნილი. მიგვაბით მთლიანად რუსულ საწვავზე. გვეუბნებოდით, რომ ვითომ ბენზინი და დიზელი საქართველოში გაიაფდებოდა, პირიქით მოხდა, ყველაფერი გაძვირდა. ფასები იზრდება, შემოსავლები იკლებს. ბენზინი ძვირდება, [ტაქსების] კლიენტების რაოდენობა მცირდება.
ივანიშვილის პარტიას მინდა ვკითხო, თავში ტვინი არა გაქვთ? რას უმოწმებთ ამ ადამიანებს, [ტაქსის მძღოლებს], იქნებ ორი კაპიკი მიიტანონ სახლში, ამ გაჭირვებულ ყოფაში ოჯახი შეინახონ. რა ტაქსის ლიცენზიები აგიტყდათ? თბილისს არ ეყოფოდა, ახლა თქვეს, მთელს საქართველოში უნდა შემოვიღოთო. ზოგიერთ რაიონში, ტაქსი ფიზიკურად არ არის. მადლობა უნდა უთხრა ადამიანს, ტაქსის სერვისს თუ აწარმოებს იმიტომ, რომ ტურისტი ჩადის, თუ ვინმე ჩადის, გადაადგილების საშუალება არ არის. ბოლოს და ბოლოს, ამ ადამიანებს [ტაქსის მძღოლებს] ყელში ხომ არ უნდა წავუჭიროთ ბოლომდე? – უბრალოდ არ შეიძლება.
ირაკლი კობახიძეს ვეკითხები, სად მიდის ლარნახევარი? მთელი საქართველო ელოდება პასუხს თქვენგან, სად მიდის ლარნახევარი? ვინ მდიდრდება ხალხის ხარჯზე? ამ შეკითხვაზე თქვენც და ივანიშვილის პარტიამ კოლექტიურად პასუხი გაგვეცით!“, – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, 1-ელი იანვრიდან აპრილის თვის ჩათვლით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 300 განაცხადი დაფიქსირდა – განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება