გიორგი ვაშაძე – თავის გაფუჭებულს მიხედონ, რომელზეც მათმა მბრძანებელმა საჯაროდ მოუწოდა, აბა, ჯიბეები გადმოატრიალეთ და ვინ რამდენი მოიპარეთ, უნდა დაგითვალოთო – „ჯიკავ-ჯიკავით“ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ვერ გავხდებით

თავის გაფუჭებულს მიხედონ, რომელზეც მათმა მბრძანებელმა საჯაროდ მოუწოდა, აბა, ჯიბეები გადმოატრიალეთ და ვინ რამდენი მოიპარეთ, უნდა დაგითვალოთო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე მ განაცხადა, რითაც პარტიების უცხოურ დაფინანსებაზე ს განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, როცა „ინოვაციების და განვითარების ფონდზეა“ საუბარი, კარგად უნდა ნახონ, რა პროექტებს ახორციელებს ეს ფონდი.
„ინოვაციების და განვითარების ფონდი“ მოღვაწეობს მთელ მსოფლიოში საქართველოს გარდა. აქვს უამრავი პროექტი, რომელიც ჩემს მიერ არის თავის დროზე დაფუძნებული, ეს ეხება რეფორმებს, საინვესტიციო გარემოს, ში რომ ჩახვალთ და თავისუფალი სასამართლო დაგხვდებათ, „ინოვაციების და განვითარების ფონდის“ გაკეთებულია, იუსტიციის სახლიც უკრაინაში“, – განაცხადა ვაშაძემ.
გარდა ამისა, ვაშაძე სასამართლო სისტემაზე შალვა პაპუაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოდელი, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს, არანაირ რისკებს არ შეიცავს.
„სასამართლო უნდა იყოს სამართლიანი და მურუსიძე-ჩინჩალაძე არ მართავდეს. ამას გვეუბნება ევროკავშირიც. კლანის წევრები არ უნდა მართავდნენ სასამართლოს და მართლმსაჯულება ივანიშვილის გავლენისგან უნდა იყოს თავისუფალი, რომ ყველას უფლებები იყოს დაცული. ევროპული და ამერიკული ინვესტიციები რომ გვინდა, ამისთვის გვჭირდება სამართლიანი მართლმსაჯულება, რომელიც მათ ინტერესებს დაიცავს. თორემ სხვანაირად სამუშაო ადგილებს ვერ შევქმნით. ეს არის მოდელი, რომელიც შექმნილია უკრაინაში თავის დროზე, შემდეგ გავრცელდა სხვა ქვეყნებში, ალბანეთში, მათ შორის, ერთ-ერთი კანონის თანაავტორი მეც ვარ, სხვა ქვეყნებში. რისკი რომ ჰქონდეს, ჩვენ ევროკავშირი ამას არ გვირჩევდა.
ბრიუსელში მთავარი გზავნილი იყო, რომ ერთხელ ქართველი ხალხის გამო დაუშვეს გამონაკლისი, შეუსრულებელი პირობების მიუხედავად სტატუსი მოგვცეს, მეორედ ეს არ განმეორდება. ამიტომ კონკრეტული ამოცანა გვაქვს, ვცვლით ხელისუფლებას, ვახორციელებთ რეფორმებს და ვხდებით დაჩქარებულად ევროკავშირის წევრი. “ჯიკავ-ჯიკავით” და წვალებ-წვალებით სადამდეც გასულ წელს მოვედით, ამით სრულფასოვანი წევრი ვერ გავხდებით,“- განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: სჯობს, საქართველომ დაკარგოს მთავრობა, ვიდრე სტატუსი – ხალხს უნდა მიეცეს საშუალება მშვიდად შეცვალოს მთავრობა და გააგრძელოს ევროპული განვითარება და არა ის, რომ სტატუსი ჩამოგვართვან ან ვიზალიბერალიზაცია შეგვიწყვიტონ