გიორგი ვაშაძე: ვროპარლამენტის რეზოლუცია არის პასუხი ყველასთვის, რომ საერთო ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს, შემდეგი ნაბიჯია არალეგიტიმური რეჟიმის სრული ჩამოშლა და ახალი, სამართლიანი არჩევნები

ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია არის კიდევ ერთი წარმატება და პასუხი ყველასთვის, რომ საერთო ბრძოლას და ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პოსტში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ეს რეზოლუცია არის ქართველი ხალხის უწყვეტი წინააღმდეგობის შედეგი.

„რეზოლუციაში პირდაპირ წერია, რომ ივანიშვილის რეჟიმი არალეგიტიმურია და მას არ აქვს აღიარება. ევროპამ აღიარა ქართველი ხალხი როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ძალაუფლების წყარო. ეს დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რეჟიმი ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ განულებულია და ვერანაირი ძალადობით ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს.
შესაბამისად, გამარჯვების ფორმულა არის ერთიანობა, სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი საპარლამენტო ს ჩანიშვნა.
შემდეგი ნაბიჯი – არალეგიტიმური რეჟიმის სრული ჩამოშლა და ახალი, სამართლიანი არჩევნები.

ძალაუფლება უნდა დაუბრუნდეს ხალხს! დროა, საქართველო გათავისუფლდეს. ამ ბრძოლას ჩვენ მოვიგებთ!“, – წერს .

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით დაამტკიცა. საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს მიღებული რეზოლუციის შესახებ ევროპარლამენტის გვერდზე პრესრელიზი გამოქვეყნდა.