გიორგი ვაშაძე – ვითხოვთ ახალი არჩევნების დანიშვნას, არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას და ვშლით წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელს საქართველოში

დავიწყეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ვშლით წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელს საქართველოში, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, მ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს ის ძირითადი პრინციპები გააცნო, რომელზეც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ.
„1. ვითხოვთ ახალი ს დანიშვნას. 2. არ ვაღიარებთ არჩევნებს და არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას. 3. დავიწყეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ვშლით წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელს საქართველოში. ყოველი შემდეგი პროტესტი იქნება უფრო და უფრო მწვავე და უფრო და უფრო კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული. 5. ვაგრძელებთ მტკიცებულებების თავმოყრას და სრულფასოვნად საერთაშორისო გამოძიებისთვის ყველა დოკუმენტაციის შეგროვებას, რომ ყველა დამნაშავე იყოს დასჯილი, ვინც მოპარა ხალხს არჩევანი. 6. ყველაფერს ვაკეთებთ ერთად, ეს არის ყველასი ერთად გასაკეთებელი საქმე. დაბოლოს, ეს გაგრძელდება მანამ, სანამ საბოლოო გამარჯვებას არ მოვიპოვებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის თქმით, წინააღმდეგობის მოძრაობის მთავარი სლოგანი იქნება „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“.
„ამ ბრძოლაში ჩართვა არ არის მხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობა, ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და გთხოვთ გავაცნობიეროთ, ის ნაბიჯები, რასაც ჩვენ ყოველდღიურად შემოგთავაზებთ, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთად შევასრულოთ იმისათვის, რომ საბოლოო გამარჯვებამდე მივიდეთ.ჩვენი ნომერ პირველი სამიზნე ხელისუფლებასთან ერთად ახლა არის ცენტრალური საარჩევნო კომისია. მ უნდა გამოაცხადოს არჩევნები გაუქმებულად, რადგან დადასტურებულია, რომ არჩევნები მიიტაცეს. ფარულობა არის დარღვეული. ჩვენი მთავარი სლოგანია, „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“. რაც მთავარია, ვითხოვთ, „ქართული ოცნების“ ერთხელ და სამუდამოდ ხელისუფლებიდან ჩამოცილებას. რაც შეეხება ხვალინდელ შეკრებას, ვიცით, რომ შუადღის 2 საათზე შეკრება არის რთული, მაგრამ სამშობლო მარტო საღამოობით არაა ჩვენი, სამშობლო ჩვენია 24/7-ზე. გთხოვთ, მაქსიმალურად მოვინდომოთ, რომ 2 საათზე წინააღმდეგობის მსვლელობა გავმართოთ სპორტის სასახლიდან. ეს კვირა თბილისის მასშტაბით არის წინააღმდეგობის მსვლელობების კვირა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ბურჭულაძე – წავიკითხავთ დეკლარაციას, რომელსაც მიიღებს ქართველი ხალხი და იმ წუთიდან ხელისუფლება ხალხის ხელში იქნება – დღეს არის დიდგორი! გამოდით ყველანი გარეთ, დროშები არ დაგავიწყდეთ!

შალვა პაპუაშვილი – „ლელომ“ თბილისის უბნებში კამერები განათავსა და როგორც ირკვევა, ამ კამერებს აქვს ხმის ჩაწერის ფუნქცია, რაც დარღვევაა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ აუცილებლად დავწერთ საჩივარს

ირაკლი კუპრაძე – თუ გინდათ დედაქალაქის გათავისუფლება კორუფციისგან, უსამართლობისგან, აუცილებლად უნდა მიხვიდეთ უბნებზე და ხმა მისცეთ მომავალს – დარწმუნებული ვარ, თბილისი, ისე როგორც ყოველთვის, იქნება ცვლილებების ავანგარდში