გიორგი ვაშაძე – ვითხოვეთ, რომ ცოტა ძალები მოვიკრიბოთ, გვჭირდება ინფრასტრუქტურულად მომზადება, ჩვენი ტექნიკა და ღამისთევისთვის საჭირო საშუალებები პოლიციას აქვს წაღებული – გეგმის რამდენიმე ვერსია გვაქვს და უახლოეს მომავალში გაგაცნობთ

ვითხოვეთ, რომ ცოტა ძალები მოვიკრიბოთ – ძალებს მოვიკრებთ. რამდენიმე ვერსია გვაქვს და უახლოეს მომავალში, სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად გაგაცნობთ. ბოლომდე ვიბრძვით გამარჯვებისთვის!- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, მ მელიქიშვილის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ინფრასტრუქტურულ მომზადებას საჭიროებენ, ვინაიდან სამართალდამცავებს წაღებული აქვთ აქციის მონაწილეების მანქანები და ტექნიკა.
„შევძელით ის, რომ დავიბრუნეთ ლოკაცია, საიდანაც პოლიციამ გუშინ იძულებით გაგვიყვანა. მადლობა მათ, ვინც მთელი ღამის განმავლობაში იდგა აქციებზე. ვითხოვეთ, რომ ცოტა ძალები მოვიკრიბოთ, ვინც ამ პროტესტში იღებდა მონაწილეობას. გვჭირდება ინფრასტრუქტურულად მომზადება, ჩვენი მანქანები და ტექნიკა წაღებულია, ასევე ღამის გასათენებელი საშუალებები. ძალებს მოვიკრებთ. რამდენიმე ვერსია გვაქვს და უახლოეს მომავალში, სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად გაგაცნობთ. ბოლომდე ვიბრძვით გამარჯვებისთვის! – აღნიშნა ვაშაძემ.
ცნობისთვის, მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ამ ეტაპზე დაიშლებიან.
როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძე აცხადებს, ოპოზიცია მორიგ ნაბიჯებთან დაკავშირებით „გადაიგეგმება“ და სამოქმედო გეგმას საზოგადოებას საღამოსთვის გააცნობს. მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

ასევე დაგაინტერესებთ