– ეუთო/ოდირის დასკვნამ დაადასტურა, რომ თავიდან არის ჩასატარებელი – საქართველოს პრეზიდენტის, ს განცხადებას ვუერთდებით

ეუთო/ოდირის დასკვნამ დაადასტურა, რომ თავიდან არის ჩასატარებელი. არ არსებობს არცერთი კომპონენტი, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმურად ჩაითვალოს, ამიტომ ჩვენ საქართველოს პრეზიდენტის, ს განცხადებას ვუერთდებით, – ამის შესახებ “სტრატეგია – აღმაშენებლის” ლიდერმა მ, ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუცია ერთადერთი ლეგიტიმური უწყებაა და მზად არიან პრეზიდენტთან ერთად არჩევნების დღესთან და კონკრეტულ პირობებზე შეთანხმება მოხდეს.
„არჩევნების თარიღი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინიშნოს. მზად ვართ, ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციის მეშვეობით არჩევნების დღესა და კონკრეტულ პირობებზე შეთანხმება მოხდეს. პროტესტი, რომელიც უპრეცედენტოა, ამის ცალსახა დადასტურებაა. საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ არის, რომ ამ არჩევნებს ლეგიტიმურად საერთაშორისო მასშტაბით, არათუ ჩვენ, არავინ არ თვლის. შესაბამისად “ქართული ოცნება” გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან და იმისთვის, რომ საქართველო კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნდეს საჭიროა, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. ასევე, უნდა გათავისუფლდნენ დაპატიმრებული დემონსტრანტები და შეწყდეს ყველა სისხლის სამართლის საქმე”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს რუკა ჭიათურაში, ჭიათურობა 2025-ის აღსანიშნავ ღონისძიებაზე – ფოტოს, სადაც საქართველოს რუკა დროებით ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშეა, ქალაქის მერია აქვეყნებს