გიორგი ვაშაძე – ევროკავშირი დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს და იმისთვის, რომ ევროპული სიმდიდრე მოვიტანოთ ქართულ ოჯახებში, 26 ოქტომბერს დიდი ცვლილებები და გამარჯვება გვჭირდება

„გამარჯვების კოალიციის” ლიდერები „სტრატეგია აღმაშენებლიდან” და სერგო ჩიხლაძე, “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერთან ზურა ჯაფარიძესთან ერთად ბრიუსელში, ევროკავშირის ბიზნეს სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ თემას ევროპული ინვესტიციების საქართველოში მოზიდვა წარმოადგენდა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა
ვაშაძის თქმით, ევროკავშირი დიდ შესაძლებლობებს იძლევა და იმისათვის, რომ ევროპული სიმდიდრე მოვიტანოთ ქართულ ოჯახებში, 26 ოქტომბერს ცვლილებები და გამარჯვებაა საჭირო.
„რატომ ვართ ბრიუსელში და რატომ ვხვდებით ევროკავშირის ბიზნეს სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს?
იმიტომ, რომ ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა ევროპული ინვესტიციები საქართველოში. შეიქმნას მაღალანაზღაურებადი ღირსეული სამუშაო ადგილები, ემიგრანტები დაბრუნდნენ, შემოსავლები ჰქონდეთ ქვეყანაში და დიახ, გვჭირდება ევროპული ბიზნეს გამოცდილება.
შევთანხმდით, რომ ვითანამშრომლებთ სიღრმისეულად. დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს ევროკავშირი და იმისთვის, რომ ევროპული სიმდიდრე მოვიტანოთ ქართულ ოჯახებში, 26 ოქტომბერს დიდი ცვლილებები და გამარჯვება გვჭირდება”, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ