გიორგი ვაშაძე – ევროკავშირი გვეუბნება: მიხედეთ სასამართლო სისტემას, აქეთ გვყავს ივანიშვილის პარტია, რომელიც ჩაბღაუჭებულია „კლანს“ – ჩვენ დიდი ეროვნული ერთობა გვჭირდება 26 ოქტომბერს, ჭიდაობით ევროკავშირში ვერ შევალთ

ევროკავშირი ჩვენ გვეუბნება – გინდა ევროკავშირი? გინდათ, რომ იყოთ ევროპული ტიპის სახელმწიფო? მაშინ მიხედეთ სასამართლო სისტემას – აბსოლუტურად სამართლიანია, მივესალმები ნებისმიერ მსგავს პროტესტს, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, მ განაცხადა, რითაც ის დედაქალაქში სასამართლოსთან დაკავშირებულ წარწერებს გამოეხმაურა.
მისივე შეფასებით, ქვეყნის ხელისუფლება ჩაბღაუჭებულია სასამართლო „კლანს“.
„რეალობა არის შემდეგი, ევროკავშირი ჩვენ გვეუბნება: გინდა ევროკავშირი? გინდათ, რომ იყოთ ევროპული ტიპის სახელმწიფო? მაშინ მიხედეთ სასამართლო სისტემას. აქეთ გვყავს ივანიშვილის პარტია, რომელიც ჩაბღაუჭებულია „კლანს“ და ამბობს, რომ არა, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ინტერესების დამცველი მოსამართლეები, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანება. ამიტომ აბსოლუტურად სამართლიანია, მივესალმები ნებისმიერ მსგავს პროტესტს.
რაც მთავარია ჩვენ დიდი ეროვნული ერთობა გვჭირდება 26 ოქტომბერს, იმიტომ, რომ ასე ჭიდაობით ჩვენ ევროკავშირში ვერ შევალთ. თუ ჩვენ გვინდა განვითარება, წინსვლა, რომელმაც ქვეყანას უნდა მოუტანოს ეკონომიკური აღმავლობა, სამუშაო ადგილები, მაღალი ანაზღაურება, ნორმალური ცხოვრება, ემიგრანტების ქვეყანაში დაბრუნება, დემოგრაფიული ფონიც გამოსწორდება, ეს ამ პირობებში ვერ მოხდება ვერცერთ შემთხვევაში“, – განაცხადა ვაშაძემ.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, რაც მეტი ჩვენი მოსამართლე დასავლურ სახელმწიფოებში ჩავა და „იმ გამოცდილებას და პრაქტიკას გაიზიარებს, რომელიც საქართველოს განვითარებაში გამოადგება, მით უკეთესი“.
„ხომ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, ამ სასამართლოთი ევროკავშირში ვერ შევალთ. ამ ელიტური მმართველობით და ელიტური კორუფციით ევროკავშირში ვერ შევალთ. აი, ამ ივანიშვილის პარტიის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით ევროკავშირში ვერ შევალთ. აქ არ არის საუბარი მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რას გვეუბნება ევროკავშირი, აქ არის საუბარი იმაზე, რა გვჭირდება იმისთვის, რომ ნორმალური სახელმწიფო ვიყოთ.
კარგის მეტი არაფერი. თუ ბევრი მოსამართლე ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა და ნახავენ რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო რა არის, ამაზე კარგს ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს. მივესალმები, რაც მეტი ჩვენი მოსამართლე დასავლურ სახელმწიფოებში ჩავა და იმ გამოცდილებას და პრაქტიკას გაიზიარებს, რომელიც საქართველოს განვითარებაში გამოადგება, მით უკეთესი. რაც ნაკლები იქნება „კლანის“ წევრი მოსამართლე სასამართლო სისტემაში, მით უკეთესი“, – აღნიშნა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე ქართველ დიპლომატებს – უმნიშვნელოვანესია თქვენი ღია პოზიცია – პოზიცია „ჩვენ დიპლომატები ვართ და პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ“, არ მიიღება, საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს!