გიორგი ვაშაძე – დემოკრატია მთელ მსოფლიოში საფრთხეშია, ისევე როგორც საქართველოში – იმ დროს, როცა ჩვენ უნდა ვიყოთ აშშ-სთან ერთად, ხელისუფლება მათ კონსპირაციებით შეურაცხყოფას აყენებს

იმ დროს, როცა -სთან ერთად უნდა ვიყოთ, ეს ხელისუფლება მათ კონსპირაციებით შეურაცხყოფას აყენებს,- ამის შესახებ „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე მ განაცხადა.
მისი შეფასებით, დღევანდელი მთავრობის განცხადებები საგანგაშოა.
“ჩვენ ვგმობთ დონალდ ტრამპზე თავდასხმას და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. დემოკრატია მთელ მსოფლიოში საფრთხეშია ისევე როგორც აქ, საქართველოში. მთავრობას სურს დემოკრატიისკენ კარი ჩაგვიკეტოს და სიღარიბეში დაგვტოვოს. სწორედ იმ მომენტში, როდესაც ჩვენ დემოკრატიებთან მთელს მსოფლიოში გვერდში დგომა გვჭირდება, ჩვენმა მთავრობამ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან ურთიერთობა გაანადგურა. იმ დროს, როცა აშშ-სთან ერთად უნდა ვიყოთ, ეს ხელისუფლება მათ კონსპირაციებით შეურაცხყოფას აყენებს. დღევანდელი მთავრობის განცხადებები საგანგაშოა. შეძრწუნებულები ვართ მათი პასუხით, რომელიც ხაზს უსვამს მათ მცდელობებს, კიდევ უფრო გააფუჭონ და საბოლოოდ გაწყვიტონ ურთიერთობები ჩვენს მოკავშირეებთან”, – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორი ჯიმ რიში – ოთხი კვირის განმავლობაში ქართველი ხალხი ეწინააღმდეგება მთავრობის სახიფათო გზას – საქართველოს ოცნება ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გაერთიანებაა, რასაც მთავრობამ პატივი უნდა სცეს