– დემოკრატია მთელ მსოფლიოში საფრთხეშია, ისევე როგორც საქართველოში – იმ დროს, როცა ჩვენ უნდა ვიყოთ -სთან ერთად, ხელისუფლება მათ კონსპირაციებით შეურაცხყოფას აყენებს

იმ დროს, როცა -სთან ერთად უნდა ვიყოთ, ეს ხელისუფლება მათ კონსპირაციებით შეურაცხყოფას აყენებს,- ამის შესახებ „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე მ განაცხადა.
მისი შეფასებით, დღევანდელი მთავრობის განცხადებები საგანგაშოა.
“ჩვენ ვგმობთ დონალდ ტრამპზე თავდასხმას და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. დემოკრატია მთელ მსოფლიოში საფრთხეშია ისევე როგორც აქ, საქართველოში. მთავრობას სურს დემოკრატიისკენ კარი ჩაგვიკეტოს და სიღარიბეში დაგვტოვოს. სწორედ იმ მომენტში, როდესაც ჩვენ დემოკრატიებთან მთელს მსოფლიოში გვერდში დგომა გვჭირდება, ჩვენმა მთავრობამ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან ურთიერთობა გაანადგურა. იმ დროს, როცა აშშ-სთან ერთად უნდა ვიყოთ, ეს ხელისუფლება მათ კონსპირაციებით შეურაცხყოფას აყენებს. დღევანდელი მთავრობის განცხადებები საგანგაშოა. შეძრწუნებულები ვართ მათი პასუხით, რომელიც ხაზს უსვამს მათ მცდელობებს, კიდევ უფრო გააფუჭონ და საბოლოოდ გაწყვიტონ ურთიერთობები ჩვენს მოკავშირეებთან”, – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ხმალაძე – პაპუაშვილმა თქვა, რომ თურმე აქლემის და ნემსის ქურდი სხვადასხვაა, ეს იყო ანტიკონსტიტუციური განცხადება: „თუ მოძლიერდნენ, ავკრძალავთ“ – აუცილებელია პროდასავლურმა პარტიებმა ერთიანი სტრატეგიის შემუშავება მოახერხონ

შალვა პაპუაშვილი – ვულოცავ თურქ ხალხს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების წლისთავს – კომპლექსურ და არასტაბილურ გეოპოლიტიკურ გარემოში, საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერება აუცილებელია ჩვენი ქვეყნების მომავალი პროგრესისთვის