გიორგი ვაშაძე: გთხოვთ, ორშაბათს გაეთავისუფლოთ სამსახურიდან და ჩვენს სამშობლოს ერთი დღე დავუთმოთ

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მოქალაქეებს მოუწოდებს, 25 ნოემბერს ერთდღიანი შვებულება აიღონ და სამშობლოს ერთი დღე დაუთმონ.
როგორც გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, ხელისუფლების ოპონენტები გეგმავენ, რომ 25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, საპროტესტო აქცია, თბილისის გარდა, გორში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმშიც გამართონ.
„მინდა, ყველას ვთხოვო, რომ ორშაბათს გაეთავისუფლეთ სამსახურიდან, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ვისაც შეგიძლიათ, აიღეთ ერთდღიანი შვებულება და ეს ერთი დღე დავუთმოთ ჩვენ სამშობლოს. კვირას და ორშაბათს არ ვგეგმავთ, რომ მხოლოდ თბილისი იყოს პროტესტის კერა. ძალიან სერიოზული პროტესტის კერა, გვინდა, იყოს გორში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმშიც. ბათუმში ხვალაც არის მსვლელობა 15:00 საათზე. ვართ მაქსიმალურად მობილიზებული კოორდინაციაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ადგილობრივი არჩევნები 12 კვირაში გაიმართება – მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით

კახა კალაძე – მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის ტენდერი დასრულებულია – გამარჯვებული კომპანია „ჯითი გრუპი“ „სი არ არ სის ჩინეთთან“ თანამშრომლობით, 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს 111 ვაგონს მიაწვდის