გიორგი ვაშაძე – ამ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სისტემურ, განგრძობად პროტესტს

ამ ს არალეგიტიმურად გამოცხადებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სისტემურ, განგრძობად პროტესტს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა მ რესპუბლიკის მოედანზე მსვლელობის დაწყებამდე „ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.
ვაშაძის თქმით, მნიშვნელოვანია, მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ ამ არჩევნებს ხალხი არ ცნობს ლეგიტიმურად.
„ამ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ პროტესტს, სისტემურ, განგრძობად პროტესტს. ხან უფრო პატარა პროტესტი იქნება ორგანიზებული სხვადასხვა ჯგუფის მიერ, ხან უფრო დიდი პროტესტი, პოლიტიკური პარტიების მიერ. ერთი რამ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ყველაფერს ხედავს როგორც საქართველო, ისე მთელი მსოფლიო, რომ ჩვენ ამ არჩევნებს არ ვცნობთ ლეგიტიმურად, დღეს ხელისუფლება არის თვითმარქვია და ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე: მათი მიზანი იყო ჩვენი დასჯა, მაგრამ ვერ დაგვშალეს – ჩვენ რა ტაქტიკითაც ვმოქმედებთ, ეს მათთვის არის ახალი, ისინი მარტო პარლამენტის გარშემო არიან მიჩვეულები ადამიანების დარბევას

კახა ბუხრაძე – 112-ის საშუალებით ადგილობრივი მოსახლეობის მრავალი შეტყობინებაა შემოსული, ხალხი ითხოვდა გზის გაწმენდას, სამსახურში ვერ მიდიოდნენ – გზა ხელოვნურად იყო ჩაკეტილი, ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იყო, რომ ქალაქის პარალიზება მოეხდინათ

საია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა, არ დაუშვას აქციის მონაწილეების უკანონო დაკავება და მისცეს მათ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა