გიორგი ვაშაძე – ადამიანები, ვინც კანდიდატის სტატუსს ჩალის ფასს ადარებდა და ამბობდნენ, რომ არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, ზეიმობენ ამ დღეს – ეს არის ხალხო თქვენი გამარჯვება

ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ გავიმარჯვოთ არჩევნებში, გავატაროთ სწრაფი რეფორმები და დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული დროშა ღირსეულად ფრიალებდეს მსოფლიო ცივილიზაციასთან ერთად ბრიუსელში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, მ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც კანდიდატის სტატუსის მიღებას აღნიშნავენ.
მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღება პირველ რიგში, ქართველი ხალხის დამსახურებაა.
„ვულოცავ მთელს საქართველოს, ქართველ ხალხს. პირველ რიგში, ეს თქვენი, ქართველი ხალხის დამსახურებაა. სრულიად ევროპამ, ევროპელმა ლიდერებმა შეისმინეს თქვენი ხმა და მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი. კანდიდატის სტატუსის მინიჭება ეს არის ჩვენი წინაპრების გამარჯვება, ეს არის ილიას გამარჯვება, ეროვნული მოძრაობის ლიდერების, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას გამარჯვება, ეს არის მიშას იდეის გამარჯვება და პირველ რიგში, ეს არის იმ ახალგაზრდების გამარჯვება, რომლებიც დაუპირისპირდნენ რუსულ კანონს და წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის მიუხედავად გაიტანეს გამარჯვების გოლი.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ დღეს ადამიანები, ვინც კანდიდატის სტატუსს ჩალის ფასს ადარებდა და ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ არაფერი მნიშვნელობა არ აქვს კანდიდატის სტატუსს, ზეიმობენ ამ დღეს. ეს არის ხალხო თქვენი გამარჯვება.
მინდა მივულოცო მოლდოვასა და ს, რომ მათ დაიწყეს გაწევრიანებაზე მოლაპარაკება. რომ არა ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობა, ჩვენც მათთან ერთად დავიწყებდით კანდიდატის სტატუსზე მოლაპარაკებას. მაგრამ ჩვენი გამარჯვება კიდევ წინ არის. ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ გავიმარჯვოთ არჩევნებში, გავატაროთ სწრაფი რეფორმები და დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული დროშა ღირსეულად ფრიალებდეს მსოფლიო ცივილიზაციასთან ერთად ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დროშებთან ერთად და ამას აუცილებლად მივაღწევთ!“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო – რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს – საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია

რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს