გიორგი ვაშაძემ და თინა ბოკუჩავამ ლონდონში, ბრიტანეთის პარლამენტში, ადამ ჰოლოვეისთან და როისტონ სმიტთან შეხვედრები გამართეს

„გამარჯვების კოალიციის“ ლიდერები, და თინა ბოკუჩავა ლონდონში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს, როისტონ სმიტსა და ადამ ჰოლოვეის შეხვდნენ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის თქმით, ბრიტანელი პარტნიორები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.
„საინტერესო შეხვედრები გავმართეთ ბრიტანელ პარლამენტარებთან, რომლებიც ძალიან დაინტერესებულნი არიან საქართველოს თემატიკით.
მთავარ განსახილველ საკითხებს, რა თქმა უნდა, 2024 წლის და საქართველოს ევროინტეგრაცია წარმოადგენდა. შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ქართული დემოკრატია ძალიან დიდი საფრთხეშია და მნიშვნელოვანია, რომ ამ წელს წარმატებით ჩააბაროს გამოცდა დემოკრატიის კუთხით.
ჩვენი ევროპელი პარტნიორები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს განვითარებას ხელი შეუწყონ, მთავარია ჩვენი მხრიდან შესაბამისი მონდომება არსებობდეს“, – განაცხადა ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.