“თბილისში ჩემი სახლიდან საკონცერტო დარბაზამდე რომ მივიდე, ანუ მუსიკოსმა ,,თავისი საქმე” რომ აკეთოს, მჭირდება რომ:
ტაქსიში ჩავჯდე.
მოვისმინო მძღოლის სამართლიანი ,,წუწუნი” ბენზინის ფასებზე.
ვიდგე გაუთავებელ საცობში.
ვუყურო დანაღვლიანებულ ხალხს.
მარკეტში შესულ-გამოსულ ადამიანებს, რომელთაც სახეები ჩამოსტირით იმიტომ, რომ ცეცხლის ფასი უკიდიათ პროდუქტებს.
დამახინჯებულ ინფრასტრუქტურას;
ქალაქის უაზრო განაშენიანებას;
,,ბას ლეინზე” მორბენალ დაბურულშუშებიან მანქანებს, რომელთაც კანონი არ აინტერესებთ.
რუსთაველზე მდგარ უდანაშაულოდ დაჭერილი პატიმრების მშობლებს.
და ამის მერე ვინმემ როგორ უნდა თქვას რომ პოლიტიკა მხოლოდ პოლიტიკოსების საქმეა?!
არა, მეგობრებო!
პოლიტიკა იმ ადამიანის საქმეა, ვისაც საკუთარი თავი უყვარს. საკუთარი თავის სიყვარული კი გულისხმობს ქვეყნის, შენი ხალხის და შენი ქუჩის, შენი კარის, შენი სიცოცხლის უფლების სიყვარულს!
ამ ქალაქში ერთ მეტრს ვერ გაივლი ისე, რომ პოლიტიკას გვერდი აუარო,” – წერს სოციალურ ქსელში პიანისტი გიორგი გიგაშვილი.