გიორგი გახარია – ჩემი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, არაფერი საიდუმლო არ არის, ხაზარაძემ ითხოვა დრო – კიდევ ერთი დღე

ჩემი მხარიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, არაფერი საიდუმლო არ არის, ხაზარაძემ ითხოვა დრო – კიდევ ერთი დღე, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლეში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერთან სთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ინიციატივისთვის.
“მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს იმიტომ, რომ მე აქ პირველ რიგში, ვარ მისი შემოთავაზების გამო. ეს იყო მისი ინიციატივა, რომელზეც ჩვენ უარის თქმის უფლება არ გვქონდა და რომელსაც ჩვენ დავეთანხმეთ.
რა თქმა უნდა, მადლობა მამუკა ხაზარაძეს, რომ როგორც იქნა, ეს საუბარი შედგა. არ მინდა ბევრ დეტალზე ვისაუბრო, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, არაფერი საიდუმლო არ არის. ხაზარაძემ ითხოვა რაღაც დრო, როგორც ჩანს, მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები თავის გუნდთან.
ეს არის მიზეზი, რის გამოც გადაიდო მოლაპარაკებები, ჩემი პოზიცია დაფიქსირებულია, ის არის მკაფიო და ნათელი, რომელიც ითვალისწინებს ქალბატონი პრეზიდენტის ძალისხმევას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ისეთი , რომელიც საქართველოს დააბრუნებს ნორმალური, დემოკრატიული, ევროპული განვითარების გზაზე.
მე და ჩემი გუნდი ყოველთვის, ყოველ დღე სახელმწიფოს ინტერესებს ყოველთვის ვაყენებდით პარტიულ ინტერესებზე მაღლა, რასაც ვაკეთებთ დღესაც, ამიტომ ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, ხაზაქრაძემ ითხოვა კიდევ ერთი დღე”, – განაცხადა გახარიამ.
როგორც ცნობილია, ორბელიანების სასახლეში მისვლამდე, გახარია-ხაზარაძემ პირისპირ შეხვედრა გამართეს. “ძლიერი საქართველოსა” და “გახარია-საქართველოსთვის” ლიდერები პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გაერთიანების საკითხზე მსჯელობდნენ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიცია „ძლიერი საქართველო” სადილზე 16 სექტემბერს, საღამოს მიიპატიჟა.