გიორგი გახარია: ჩემზე თავდასხმის დამკვეთი იყო ბიძინა ივანიშვილი

გიორგი გახარია ამბობს, რომ მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი  იყო.

როგორც ექს-პრემიერი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აცხადებს, ივანიშვილი დიდი ხანია ემუქრება მასა და მის ოჯახს.

ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი, პოლიტიკური შურისძიება – ამბობს გახარია.

მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. დღეიდან მუშაობის ჩვეულ რიტმს ვუბრუნდები.
რაც შეეხება თავდასხმას, ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი, პოლიტიკური შურისძიება. თავდასხმის დამკვეთი – ბიძინა ივანიშვილი.
ივანიშვილი დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს, სხვადასხვა ფორმით და გზებით, მათ შორის, საჯაროდაც.
მე არ მაინტერესებს ამ თავდასხმის შემსრულებლები. საქმე მაქვს ჩემზე თავდასხმის და მოქალაქეებზე ძალადობის დამკვეთთან.
რაც შეეხება გამოძიებას, მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, შეინარჩუნონ სახე და არ გახდნენ ძალადობრივი დანაშაულებების თანამონაწილე”, – გიორგი გახარია.

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ პროკურატურა ცოტა ხნის წინ დატოვა.

გამოკითხვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს გიორგი გახარიამ არ უპასუხა, თქვა, რომ ხვალ პრესკონფერენციას გამართავს და საზოგადოებას ზუსტ ინფორმაციას მიაწვდის.