გიორგი გახარია – “ქართულმა ოცნებამ” პირველ რიგში უნდა გაათავისუფლოს უკანონოდ დაპატიმრებული, ნაცემი ადამიანები, დანიშნოს ახალი და შემდეგ ყველაფრის თავიდან დაწყება იქნება შესაძლებელი

ყველას უნდა ესმოდეს, რომ ნამდვილი ქართული სულისკვეთება აქაა. „ოცნებამ” შეძლო და საქართველოს მოქალაქეებს ჯერ ხორუმი აცეკვა რუსთაველზე, ხოლო დღეს სუფრა გააშლევინა , – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ რუსთაველის გამზირზე განაცხადა.
გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ” უნდა გაათავისუფლოს უკანონოდ დაპატიმრებული, ნაცემი ადამიანები და უნდა დანიშნოს ახალი .
„დღეს რაც ხდება, ეს არის ნამდვილი გამოვლინება იმ ჭეშმარიტი ქართული სულისკვეთების, რომელიც გააღვიძა „ქართულმა ოცნებამ”. ამისთვის „ქართულ ოცნებას“ მადლობა უნდა ვუთხრათ. გრძელვადიან, ისტორიულ პერსპექტივაში „ქართულმა ოცნებამ” ეს მადლობა რომ დაიმსახუროს, პირველ რიგში უნდა გაათავისუფლოს უკანონოდ დაპატიმრებული, ნაცემი ადამიანები, უნდა დანიშნოს ახალი არჩევნები და შემდეგ ყველაფრის თავიდან დაწყება იქნება შესაძლებელი. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ნამდვილი ქართული სულისკვეთება აქაა. „ოცნებამ” შეძლო და საქართველოს მოქალაქეებს ჯერ ხორუმი აცეკვა რუსთაველზე, ხოლო დღეს სუფრა გააშლევინა. ვინ არის ჭეშმარიტი პატრიოტი და ვის ესმის, რა არის ქართული კულტურული იდენტობა, ეს ძალიან კარგად გამოჩნდა და საქართველოს მოქალაქეებიც კარგად ხედავენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს