გიორგი გახარია – თუ გიორგი ბაჩიაშვილი პროტესტს აფინანსებს, მხოლოდ მადლობას ვეტყვი – ივანიშვილმა მართლმსაჯულების სისტემა ზუსტად ორ კვირაში აამოქმედა და გამოიყენა ბაჩიაშვილის წინააღმდეგ

ივანიშვილმა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა ზუსტად ორ კვირაში აამოქმედა ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მაშინ, როდესაც უამრავი სისხლის სამართლის დანაშაულია ჩადენილი, რომლის გამოძიებასაც წლები მიაქვს – როგორც კი საკითხი თავის ფულსა და ბიტკოინებს შეეხო, ივანიშვილმა პროკურატურა იხმარა, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, იმ ვითარებაში, როდესაც პროკურატურისა და მართლმსაჯულების სისტემის ნდობა არ არსებობს, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სოლიდარულია.
„თუ გიორგი ბაჩიაშვილი პროტესტს აფინანსებს, მხოლოდ და მხოლოდ მადლობას ვეტყვი მას ამისთვის, რადგან დღეს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამ სხვაობებს. ჩვენ უნდა დავიხსნათ მძევლობისგან ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო.
ფაქტია, რომ ივანიშვილმა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა ზუსტად ორ კვირაში აამოქმედა და გამოიყენა ბაჩიაშვილის წინააღმდეგ, მაშინ, როდესაც უამრავი სისხლის სამართლის დანაშაულია ჩადენილი, რომლის გამოძიებასაც წლები მიაქვს და არანაირი რეაქცია არაა. როგორც კი საკითხი თავის ფულსა და ბიტკოინებს შეეხო, პროკურატურა გამოიყენა, იხმარა ზუსტად ისე, როგორც მის ფინანსურ ინტერესებს სჭირდებოდა და დაიწყეს დევნა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მაშინ, როდესაც არანაირი ნდობა არ არსებობს იმ პროკურატურის, რომელიც დასისხლიანებულ ადამიანებზე მალავს მტკიცებულებებს; იმ მართლმსაჯულების სისტემის, რომელიც მოძალადეებს ნიღბის წამოცმის შესაძლებლობას აძლევს, რომ უდანაშაულო ადამიანები სცემოს, რა თქმა უნდა, სოლიდარული ვიქნები, მხარს დავუჭერ გიორგი ბაჩიაშვილს და მადლობას ვეტყვი მას, თუ ის აფინანსებს ამ ყველაფერს“, – განაცხადა გახარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე