“დღეს საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს არ აქვს უბრალოდ შესაძლებლობა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს, იმიტომ რომ მათზე ზემოქმედებენ პროპაგანდის საშუალებით, მათზე სოციალურ წნეხს ახორციელებენ, მათზე სამართალდამცავი სისტემის წნეხს ახორციელებენ, შანტაჟს და მოსყიდვას ახორციელებენ, ბევრ რამეს ახორციელებენ.
და ამ ადამიანებს, ყველაფერთან ერთად, რომ დაუმატოთ, რომ მათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა არ აქვთ, ჩვენ უნდა მაშინ ჩვენი შეცდომებიც ვაღიაროთ და ვთქვათ, რომ ამ ადამიანებს, როდესაც ეს უვარგისი ხელისუფლება ეფექტურად ომით ატყუებდა და აშინებდა, ესე იგი ჩვენ რაღაც სწორი სიტყვები ვერ ვიპოვეთ,” – ამბობს გიორგი გახარია “ფორმულას” ეთერში.