გიორგი გახარიას, პირველ რიგში დიმიტრი სამხარაძის ხელის სახით მოხვდა საქართველოს სახელმწიფოს ღალატისთვის – მაჭარაშვილი

პარტია „ხალის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან 15 იანვარს, ბათუმში გიორგი გახარიაზე თავდასხმაზე ისაუბრა:
„გიორგი გახარია ნაცვლად იმისა, რომ თავჩაწეული დადიოდეს საქართველოში, გაბედა და აქეთ პირიქით ფიზიკურად თავს დაესხა სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირს, პარლამენტის წევრს, დიმიტრი სამხარაძეს.
შესაბამისად გიორგი გახარიას მოხვდა დიმიტრი სამხარაძის ხელის სახით საქართველოს სახელმწიფოს ღალატისთვის, პირველ რიგში, თავისი გუნდის გადაგდებისთვის, პოლიციელების შეურაცხყოფისთვის, როდესაც დაუდგა მხარში იმ ადამიანს, რომელმაც სილა გაარტყა პოლიციელს“

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის არმიაზე, მისი საფუძველი შეიძლება უკრაინული არმია გახდეს. დღეს უკრაინას ჰყავს ყველაზე მრავალრიცხოვანი, ძლიერი და გამოცდილი არმია ევროპაში