გიორგი გამსახურდია 31 მარტს დაგეგმილ აქციას ეხმიანება

გიორგი გამსახურდია 31 მარტს დაგეგმილ აქციას ეხმიანება
მინდა გამოვეხმაურო 31 მარტს. ეს, თავისთავად ცხადია, არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საქართველოსთვის, უდიდესი მნიშვნელობის მქონე დღე და თქვენ წარმოგიდგენიათ პუტჩის აქტიური მონაწილე, პუტჩის “გამპრავებელი”, , ამ ყველაფერს აანონსებს, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდიამ განაცხადა.
როგორც გამსახურდია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში აღნიშნავს, საშინელებაა, როდესაც ზვიად გამსახურდიას იდეური მტრები, 31 მარტს საპროტესტო აქციას აანონსებენ. მისივე თქმით, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, სააკაშვილი სადამ ჰუსეინს უწოდებდა, ზურაბიშვილი კი – აძაგებდა.
“საშინელებაა, როდესაც ზვიადის იდეური მტრები, ხვალინდელ 31 მარტს, ამას აკეთებენ. ყველა იმ ადამიანს მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ცუდი იქნება თქვენი მხრიდან ამ ფარსში მონაწილეობა. ზვიად გამსახურდიას, ეძახდა სადამ ჰუსეინს – ეს ყველაფერი არსებობს, არის ინტერნეტსივრცეში და ეს დადასტურებულია. , ეს მავნებელი ქალბატონი, მთელი თავისი პოლიტიკური არსებობის მანძილზე, მეუღლესთან ერთად, რომელიც იყო მისი შვილის ნათლია, ზვიად გამსახურდიას აძაგებდა. ეს ქალბატონი არ უნდა მოინათლოს და ვერ მოინათლება პატრიოტად, ეს ჩემი შეხედულებაა, დანარჩენი, უკვე თქვენზეა დამოკიდებული.” – აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ

ასევე დაგაინტერესებთ

კირცხალია ფონდ „ქართუზე“ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: უსუსური ტყუილია – საუბარია საქველმოქმედო ფონდზე, რომელმაც ასესხა თანხა თავის მეორე კომპანიას და იგივე კომპანია აბრუნებს უკან სიმბოლური პროცენტით, რომელი თანხაც თავისივე პროცენტით, ასევე ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე: რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას