გიორგი ბურჯანაძე: “ოცნება” დაბნეულია, [ქიმიურ სკანდალზე] რაღაცას მალავს (ვიდეო)

“ქართული ოცნება” დაბნეულია – ამის შესახებ იურისტმა, გიორგი ბურჯანაძემ TV პირველის ეთერში განაცხადა, რითაც ხალხის ქიმიური იარაღით შესაძლო მოწამვლის სკანდალს და ევროპარლამენტარების მიერ საერტაშორისო გამოძიების მოთხოვნას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დადებული დასკვნა სანდო არ არის და “გამოძიებობანას” უფრო ჰგავს.

ამ წერილამდე ჩვენ ვნახეთ ბრიტანეთის სხვადასხვა დეპუტატების მიერ მიწერილი წერილები ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის  და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხიც იყო, რომ ისინი ითხოვდნენ, მას შემდეგ რაც ამ ე.წ. გამოძიებობანას ინფორმაცია გასაჯაროვდა, რომ ჩატარებულიყო რეალური, დამოუკიდებელი გამოძიებები. 

ბუნებრივია, 2 დღეში ჩატარებული გამოძიების არავის არ სჯერა, მოქალაქეები გვიყურებენ და ალბათ მათ არ ჰქონიათ შეხება პოლიციასთან, როცა უბრალო ძარცვას, უბრალოდ ქურდობასაც კი წლები სჭირდება ხოლმე გამოძიება და შესწავლა და როგორ შეიძლება 2 დღეში ესეთი რაღაც გამოიძიო და საბოლოო ჯამში გააკეთო ისე, რომ ისრები გადაიტანო იმ ადამიანებისკენ, ვინც ამ ინფორმაციის გასაჯაროებას შეუწყო ხელი და გამოძიების ნაწილი დატოვო მხოლოდ და მხოლოდ ამ მიმართულებით. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ მათ დასამალი ჰქონდათ. 

გარდა ამისა, ბევრი რამე ადასტურებს იმას, რომ სხვადასხვა ტყუილში არიან ისინი, შესაბამისად თვითონ არეულები. რატომ? – ადამიანის უფლებათა ევროსაბჭოს კომისარმა გაასაჯაროვა წერილი დეკემბრის დასაწყისში და მან თქვა იმის შესახებ, რომ “როდესაც მე თბილისში ვიყავი იანვარში და ვესაუბრე სახელმწიფოს შესაბამის წარმომადგენლებს, მათ მითხრეს, რომ წყლის ჭავლში არანაირი ქიმიური გამაღიზიანებლები არ ყოფილა გამოყენებულიო” და დღეს ამ გამოძიებით, რომელიც მათ თვითონ გაავრცელესო, ვხედავთ რომ პირიქით გამოყენებულია, ასე რომ ძალიან მოკლე ფეხები აქვს იმ ტყუილებს, რომელიც ამ საკითხის გარშემო იქნა გამოძიებული, ეს ყველაფერი ხორციელდებოდა ქვეყანაში უპრეცედენტო წამებასთან ერთად, რაც კი გვქონია და ბუნებრივია, ამ მიმართულებით დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი რაღაც შესასწავლი, გამოსაძიებელი და დამოუკიდებელი ექსპერტიზის საგანია,” – ამბობ გიორგი ბურჯანაძე. 

ცნობისთვის, ევროპელი დეპუტატები იმ წერილის ბოლო დეტალებს ათანხმებენ, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტს უნდა გაუგზავნონ. ურსულა ფონ დერ ლაიენისგან 20-მდე ევროპარლამენტარი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან ქიმიური მოწამვლის საქმით დაინტერესებას ითხოვს. მოთხოვნის ხელმომწერების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ევროკომისიაში კვირის ბოლოს გდაიგზავნება.

  • წერილი, რომელიც “ტვ პირველმა” ნახა, 3 კითხვისგან შედგება. ევროდეპუტატებს აინტერესებთ, როგორ აფასებს ევროკომისია BBC-ის გამოძიების სანდოობას, ასევე რა დამატებითი ზომების მიღებას აპირებენ შესაბამისი პირებისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად და რამდენადაა ეს რეალობა საქართველოს კანდიდატის სტატუსთან თავსებადი. “ტვ პირველთან” ინტერვიუში წერილის ერთ-ერთი ინიციატორი ამბობს, რომ საქართველოს კრიმინალები მართავენ და ისინი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებენ.

ასევე დაგაინტერესებთ