გიორგი ბოტკოველი – სპეცდანიშნულების რაზმმა მოიპარა ლევან ხაბეიშვილი, სასტიკად გაუსწორდნენ, პოლიციელებმა მოიყვანეს კლინიკაში – ეს დააანონსა გუშინ რუსმა ივანიშვილმა, ეს არის მისი მეთოდები, პასუხს აგებენ

დღეს, ლევანზე დარტყმული ხელი არის შურისძიება პირადად ივანიშვილის, გომელაურისა და მათი ბანდის, დაჯგუფების მხრიდან , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
გიორგი ბოტკოველის თქმით, აუცილებლად პასუხს აგებს ქართველი ხალხის წინაშე.
„ეს დააანონსა გუშინ რუსმა ივანიშვილმა, ეს არის მისი მეთოდები. ეს ასე არ დამთავრდება. დღეს ლევანზე დარტყმული ხელი არის შურისძიება პირადად ივანიშვილის, გომელაურისა და მათი ბანდის, დაჯგუფების მხრიდან. ამაზე პასუხს აგებენ აუცილებლად.
სპეცდანიშნულების რაზმმა მოიპარა , სასტიკად გაუსწორდნენ. ვიღაც პოლიციელებმა მოიყვანეს უკვე აქ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გაირკვევა და პასუხს აგებს აუცილებლად ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის წინაშე“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ასევე დაგაინტერესებთ