გიორგი ბოტკოველი – მინდა, ივანიშვილის რეჟიმს გადავცე, ოპოზიცია აუცილებლად მოახერხებს, რომ ერთობლივი პლატფორმა შეიქმნას, რომელიც მის რუსულ რეჟიმს დაამარცხებს

მინდა, ივანიშვილის რეჟიმს გადავცე, ოპოზიცია აუცილებლად მოახერხებს, რომ ერთობლივი პლატფორმა შეიქმნას, რომელიც მის რუსულ რეჟიმს დაამარცხებს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია მკაფიოა, რომ არ აპირებს მასში მონაწილეობას.
„ნებისმიერი პოლიტიკური პარტია უნდა ხედავდეს, რეალურად, რას ფიქრობს ქართველი ხალხი და რა პოზიცია გააჩნია ქართველ ხალხს ამ მრავალთვიანი პროტესტის დროს, იმის შემდეგ, თუ როგორი ჩაატარა ს ოლიგარქიულმა ხელისუფლებამ გასულ წელს. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ჩვენ მკაფიო განცხადება გვაქვს გაკეთებული -იმ პირობებში, სანამ ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, სანამ ქვეყანაში არსებობს ის , რომელმაც ჩაატარა ე.წ. არჩევნები, როდესაც ქვეყანაში არსებობს ის საარჩევნო-საკანონმდებლო ბაზა, რომლითაც ფაქტობრივად, პირდაპირ ზეწოლა მიმდინარეობს ადამიანებზე, რომ მათ საკუთარი ნება ვერ გამოხატონ, ამ პროცესში რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ არ მონაწილეობს“, -განაცხადა ბოტკოველმა.
როგორც ის აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთობის მიღწევის საკითხზე ყველას ესაუბრება და ყველა პლატფორმაში მონაწილეობს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გამარჯვების გეგმა. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მთავარი გეგმა, რომ მოუსმინოს ქართველ ხალხს და მათი ნების შესაბამისად იმოქმედოს. მთავარი არის გამარჯვების პლატფორმა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში შეიქმნება. ის დისკუსიები, რომელიც მიმდინარეობს, დარწმუნებული ვარ, ერთ საერთო პლატფორმად გარდაიქმნება, რომელიც ივანიშვილის რუსულ რეჟიმს დაამარცხებს“, – განაცხადა ბოტკოველმა.