გიორგი ბოტკოველი – მთავარი და გადამწყვეტი ქართველი ხალხია – საქართველოსთვის ნამდვილი ახალი წელი მაშინ დადგება, როდესაც რუსული მთავრობა არ იარსებებს

მთავარი და გადამწყვეტი ქართველი ხალხია. საქართველოსთვის ნამდვილი ახალი წელი მაშინ დადგება, როდესაც არ იარსებებს რუსული მთავრობა და ხელისუფლება, რომელიც ახლა მოკალათებულია სკამებზე, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ბოტკოველმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ქართულ ოცნებას “მეგობარი აქტი” თავიან მეგობარ აქტად მიაჩნდათ, რაც საპირისპირო აღმოჩნდა.
„მთავარი და გადამწყვეტი ქართველი ხალხია. საქართველოსთვის ნამდვილი ახალი წელი მაშინ დადგება, როდესაც არ იარსებებს რუსული მთავრობა და ხელისუფლება, რომელიც ახლა მოკალათებულია სკამებზე.
ზოგიერთ „ქოცს“ „მეგობარი აქტი“ მათ მეგობარ აქტად მიაჩნდათ, თუმცა რას ნიშნავს ეს, კარგად იცის ივანიშვილმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც სანქცირებულები არიან და ე.წ. მთავრობას წარმოადგენენ.
ეს აქტი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი მომავლისთვის“,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.