გიორგი ბოტკოველი – ერთადერთი რამ, რაც დღეს ჩვენ „ქართული ოცნების” ყრილობაზე მოვისმინეთ არის ის, რომ ისინი კიდევ ერთხელ ატყუებენ მოსახლეობას, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის

ერთადერთი რამ, რაც დღეს ჩვენ „ქართული ოცნების” ყრილობაზე მოვისმინეთ არის ის, რომ ისინი კიდევ ერთხელ ატყუებენ მოსახლეობას, რომ თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. ქართველი ხალხი იმსახურებს ღირსეულ სამუშაო ადგილებს, უკეთეს ცხოვრებას, რასაც “ქართული ოცნება” არ უზრუნველყოფს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
გიორგი ბოტკოველის განცხადებით, მთავარი, რაც დღეს ჩვენ “ქართული ოცნების” ყრილობაზე მოვისმინეთ არის ის, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ამ ქვეყანაში არ აპირებს ადამიანებზე იზრუნოს.
„ისინი დარწმუნებულები არიან და კიდევ ერთხელ ატყუებენ მოსახლეობას, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, სამუშაო ადგილებია, უკეთესი ცხოვრება, ღირსეული შემოსავალი, თუმცა მთავარი ოპონენტი ამ შემთხვევაში არის არა “ქართული ოცნება”, არამედ ის პროცესი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავძლიოთ.
ქვეყანაში უნდა შეიქმნას ღირსეული სამუშაო ადგილები, ეკონომიკა და ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საშუალება იმისა, რომ იცხოვრონ ისეთ სახელმწიფოში, სადაც მათ არ მოუწევთ ქვეყნიდან გაქცევა“,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.