გიორგი ბილანიშვილი – აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება

სამხრეთ კავკასიის საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარს, გიორგი ბილანიშვილს ესაუბრა.
– ბატონო გიორგი, თეთრ სახლში ტრამპი-ალიევ-ფაშინიანის შეხვედრა შედგა. ამ შეხვედრის შედეგებიც ცნობილია. ფაქტია, რომ სამხრეთ კავკასიაში აშშ-ს ძალისხმებით მშვიდობა მყარდება. აშშ-ს მონაწილოებით „მშვიდობის გზის“ კონკრეტული კონტურებიც მონიშნულია.
ფაქტია, რომ მის დეტალებზე კიდევ ბევრს იდავებენ, მათ შორის იმაზე, თუ რა თქვეს ამ შეხვედრაზე საჯაროდ აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა და სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა.
ბევრი უკვე თვლის, რომ სამხრეთ კავკასია საერთაშორისო პოლიტიკაში დაბრუნდა და ამ როლის შესრულებაში პირველი ვიოლინოს როლი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილხამ ალიევს ეკუთვნის.
თქვენ როგორ შეაფასებდით თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტის შეხვედრას სამხრეთ კავკასიის ორი სახელმწიფოს ლიდერებთან და ამ შეხვედრის შედეგებს?
– მეც არ ვიქნები ამ შემთხვევაში გამონაკლისი და შევუერთდები საექსპერტო საზოგადოების აბსოლუტური უმეტესობის შეფასებას, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით გამართული ამ შეხვედრის შედგებს უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნევს ჩვენი რეგიონის გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების თვალსაზრისით.
ზოგადად, მოგეხსენებათ, რომ განსაკუთრებით ბოლო ხანებში სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება. საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკის და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრი (https://ugspn.org/), რომელშიც მე ამჟამად ვმუშაობ უკვე მომავალი კვირიდან დაინტერესებულ მკითხველს შესთავაზებს ყველა საყუარადღებო მოვლენაზე სიღრმისეულ შეფასებასა და ანალიზს, იქნება ეს აზერბაიჯან-სომხეთის, აზერბაიჯან-რუსეთის, სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები, თავად ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმება, მისი მნიშვნელობა და შედეგები და ა.შ.
ამჟამად, ვაშინგტონში გამართული შეხვედრის კვალდაკვალ, მინდა გამოვყო მისი რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი:
1.აშშ-ის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებთ ფორმალურად დასრულდა კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რაც არის პირველი შემთხვევა პოსტსაბჭოთა სოვრცეში, სადაც რუსეთის გამოისობით დღემდე არაერთი კონფლიქტი არსებობს,
2.მკაფიოდ ჩანს ტრამპის ადმინისტრაციის პოზიტიური როლი და ინტერესი სამხრეთ კავკასიის მიმართ, რაც არა მხოლოდ უშუალოდ ჩვენს რეგიონში, არამედ უფრო ფართო განზომილებაში მიმდინარე ცვლილებებისა და ძალთა ახალი ბალანსის ჩამოყალიბების კონტურების ფონზე ძალზედ მნიშვნელოვანია,
აშშ-ის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებთ ფორმალურად დასრულდა კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რაც არის პირველი შემთხვევა პოსტსაბჭოთა სოვრცეში, სადაც რუსეთის გამოისობით დღემდე არაერთი კონფლიქტი არსებობს
3.აშშ-ის როლი არ იფარგლება მხოლოდ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევით, არამედ იგი გვევლინება მომავალში ამ შეთანხმების შესრულების ერთგვარ გარანტორად. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი რეგიონის განვითარების თვალსაზრისით, ისე აქ შექმნილ ძალთა ახალ ბალანსში, რომელშიც რუსეთის როლი უკვე საგრძნობლად შემცირებულია, აშშ-ის და მთლიანად დასავლეთის საკმაოდ სოლიდური როლის მკაფიოდ დაფიქსირების თვალსაზრისით;
4.სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებით შეუქცევადი ხდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პოლიტიკურ-დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის პროცესი. ისევე როგორც მყარდება საფუძველი იმისთვის, რომ ასევე შეუქცევადი გახდეს თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობათა ნორმალიზების პროცესი;
მკაფიოდ ჩანს ტრამპის ადმინისტრაციის პოზიტიური როლი და ინტერესი სამხრეთ კავკასიის მიმართ, რაც არა მხოლოდ უშუალოდ ჩვენს რეგიონში, არამედ უფრო ფართო განზომილებაში მიმდინარე ცვლილებებისა და ძალთა ახალი ბალანსის ჩამოყალიბების კონტურების ფონზე ძალზედ მნიშვნელოვანია
5.იზრდება რეგიონის გეოეკონომიკური მნიშვნელობა, განსაკუთრებით აზიიდან ევროპის და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ტვირთების ნაკადების დაუბრკოლებლად და სწრაფად ტრანსპორტირების თვალსაზრისით.
– ვიდრე ეს შეხვედრა გაიმართებოდა, თუ როგორ გადაწყდებოდა „ზანგეზურის კორიდორის“ საკითხი, უამრავი ვერსია განიხილებოდა.
რუსი პროპაგანდისტები სომეხ მოსახლეობას მოუწოდებდნენ არ დაეშვათ „სომხურ მიწაზე თურქები“. პრაქიკულად ასეთივე წუხილებს ახმოვანებდნენ ქართული სახელისუფლებო პროპაგანდისტულ არხებზე.
ამერიკული პრესა საუბრობდა იმაზე, რომ შეთანხმების ფარგლებში „სომხური მხარე, ზანგეზურის კორიდორს, რომელსაც „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და განვითარებისთვის“ ერქმევა, ექსკლუზიურად გადასცემდა აშშ“. მეტიც, ამ სტრატეგიული საკვანძო გზის კონტროლს აშშ განახორციელებდა.
სომხური მედიის მტკიცებით, ზანგეზურის კორიდორი რჩებოდა სომხეთის ტერიტორიად, რომელზეც კონტროლს ევროპული, ან ამერიკული კომპანიები განახორციელებდნენ.
ფაქტია, რომ ვაშინგტონში ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით მხარეები შეთანხმდნენ და გადაწყვეტილება იქნა მიღებული. თქვენ როგორ შეაფასებდით, ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას და რა გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ კორექტივებს შეიტანს იგი სამხრეთ კავკასიის რეგიონში?
– პირველ რიგში, მინდა დაგეთანხმოთ, რომ თქვენ ზუსტად შენიშნეთ მსგავსება რუსულ და ქართულ პოპაგანდას შორის. ეს მსგავსება ცხადია არა მხოლოდ ამ შემთხვევაში. „ქართული ოცნება,“ როგორც პოლიტიკურ, ისე მედია და საექსპერტო დონეზე უკვე წლებია რაც იმეორებს რუსული პროპაგანდის ყველა ძირითად გაზვნილს. იგი ამას აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს გაზვნილები საერთოდ არ ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. პირიქით უკიდურესად აზიანებს მათ.
„ქართული ოცნება,“ როგორც პოლიტიკურ, ისე მედია და საექსპერტო დონეზე უკვე წლებია რაც იმეორებს რუსული პროპაგანდის ყველა ძირითად გაზვნილს. იგი ამას აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს გაზვნილები საერთოდ არ ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. პირიქით უკიდურესად აზიანებს მათ
რაც შეეხება სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედების საკითხს, როგორც ერთობლივი დეკლარაციიდან, ისე ამ საკითხზე გავრცელებული სხვა უახლესი მასალებიდან ჩანს, რომ მოხერხდა ყველა მხარისთვის მისაღებ მოდლეზე შეჯერება.
კერძოდ, სომხეთის სუვერენტიტეტის საკითხი ოდნავადაც არ დგება ეჭვქვეშ. ერთობლივი დეკლარაციის მე-3 პუნქტში ამაზე მკაფოდ და ცალსახად არის საუბარი. ისევე როგორც მე-4 პუნქტში საუბარია „ტრამპის გზაზე საერთაშორისო მშვიდობისა და განვითარებისთვის (TRIPP)“.
სომხეთის სუვერენტიტეტის საკითხი ოდნავადაც არ დგება ეჭვქვეშ. ერთობლივი დეკლარაციის მე-3 პუნქტში ამაზე მკაფოდ და ცალსახად არის საუბარი. ისევე როგორც მე-4 პუნქტში საუბარია „ტრამპის გზაზე საერთაშორისო მშვიდობისა და განვითარებისთვის (TRIPP)“
რაც შეეხება შესაძლო გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ კორექტივებს, რომელსაც ეს გზა შეიტანს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ცხადია, ეს ახალი მარშრუტი მნიშვნელოვანია უშუალოდ აზერბაიჯნისა და სომხეთისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის.
მას ამავე დროს, მნიშვნელოვანი საერთაშორიოს დატვირთვაც გააჩნია აზიიდან ევროპისა და ახლო აღმოსავლეთისკენ ტვირთების ტრანსპორტირების თვალსაზრისით. ასევე ცხადია, რომ ამ ახალი მარშრუტის მიმზიდეველობას და სტაბილურობას მასში აშშ-ის უშუალო ჩართულობა მნიშვნელოვანწილად უზრუნველყოფს.
– ვაშინგტონში ვიზიტად მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილხამ ალიევს, თეთრ სახლში ტრამპთან გამართულ შეხვედრამდე საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა და შედეგიც ვიცით.
7 აგვისტოს ვაშინგტონში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილხამ ალიევსა და აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის სპეცწარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის შეხვედრა გაიმართა.
მათი მონაწილეობით ხელი მოეწერა „თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს SOCAR-სა და კომპანია ExxonMobil-ს შორის. აზერბაიჯანული მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაელ ჯაბაროვმა, ხოლო ExxonMobil-ის მხრიდან კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ არდილმა.
ცხადია, რომ ამერიკულ და აზერბაიჯანულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმებას ეკონომიკური განზომილების გარდა, პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. თქვენ როგორ შეაფასებდით „თანამშრომლობის შესახებ“ ხელმოწერილ მემორანდუმს SOCAR-სა და კომპანია ExxonMobil-ს შორის?
– აქ შეიძლება არაპირდაპირი, მაგრამ ერთგვარი პარალელი გაივლოს თავის დროზე პრეზიდენტ შევარდნაძესა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ძალიხმევასთან, რომლებმაც მოახერხეს და ამ რეგიონს მიანიჭეს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური დატვირთვა ისეთი პროექტების რეალიზებით, როგორიც ბაქო-სუფსა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-თბილისი-ერზრუმია.
ერთია, რომ თავად ეს პროექტებია მნიშვნელოვანი, მათ შორის, ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძილერების ჭრილში, მეორე კი ის არის, რომ მათი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდა ამ პროექტების რეალიზებაში BP-ის ჩართულობამ.
ცხადია, როცა ისეთი მსხვილი კომპანია, როგორიც ExxonMobil-ია ავლენს ინტერესს სამხრეთ კავკასიის მიმართ ეს მხოლოდ დადებითად უნდა შეფასდეს, არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ ჭრილში. რადგან ასეთი მსხვილი კომპანიების შემოსვლა სამხრეთ კავკასიაში არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას, არამედ მტკიცე სტაბილურობის მიღწევას ემსახურება.
როცა ისეთი მსხვილი კომპანია, როგორიც ExxonMobil-ია ავლენს ინტერესს სამხრეთ კავკასიის მიმართ ეს მხოლოდ დადებითად უნდა შეფასდეს, არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ ჭრილში. რადგან ასეთი მსხვილი კომპანიების შემოსვლა სამხრეთ კავკასიაში არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას, არამედ მტკიცე სტაბილურობის მიღწევას ემსახურება
– საქართველოს საშინაო პოლიტიკაში 2008 წლის აგვისტოს ომის მე-17 წლისთავზე არ ცხრება არა მხოლოდ იმაზე კამათი და ურთიერთდაპირისპირება, ომი 7 აგვისტოს დაიწყო თუ 8 აგვისტოს, არამედ იმაზეც, თუ ვინ დაიწყო ომი – რუსეთმა თუ საქართველომ.
მაშინ როცა, პრეზიდენტ პუტინს არ დაუმალავს, რომ საქართველოსთან ომისთვის მზადება მისი განკარგულებით 2006 წელს დაიწყო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კარგა ხანია ცდილობს დაარწმუნოს საზოგადობა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი სააკაშვილმა დიფ სთეითის დავალებით დაიწყო, ერთი ვერსიით კავკასიიდან რუსეთის განსადევნად, მეორე ვერსიით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსებისთვის გადასაცემად.
ამგვარი მტკიცებები ისმის მიუხედავად იმისა, რომ რუსები არ მალავენ რომ 2008 წლის 8 აგვისტომდე თვენახევრით ადრე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უკვე იმყოფებოდა რუსული სამხედრო დაზვერვის რაზმი, რომელიც საომარი მოქმქდებების დაწყებამდე ერთ დღეს ქართულ სოფლებს ბომბავდა, ხოლო მეორე დღეს ოსურ სოფლებს. სხვათა შორის, ამ ჯგუფის წევრები პირადად დააჯილდოვა იმხანად რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა. მათი გვარები და წოდებები და საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ვადები რუსულ ღია წყაროებში იძებნება.
ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლების 7 და 8 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებებზე აღარაფერს ვიტყვი. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რომ რუსუთის იმპერიალისტურ გეგმებთან დაკავშირებით ეჭვი აღარავის ეპარება, ვხედავთ. ასეთ ფონზე, თქვენ როგორ შეაფასებდით და თქვენი აზრით, რას შეიძლება ემსახურებოდეს საქართველოში ამ თემაზე კამათი და ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები?
– ამ თემაზე კამათი და როგოც თქვენ აღნიშნეთ, იმის გაუთავებლად მტიკცება, რომ ომი სააკაშვილმა დიფ სთეითის დავალებით დაიწყო უაღრესად დამაზიანებელია არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, არამედ მთლიანად საქართველოს სუვერენიტეტისთვის.
ზოგადად, მგონია, რომ ასეთი განცხადებები ელექტორალურადაც კი არ არის მომგებიანი „ქართული ოცნებისთვის,“ მაგრამ იგი უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე მაინც წლებია მათ მტკიცედ ახმოვანებს.
ამით „ქართული ოცნება“ ერთ-ერთში იმეორებს იმ გზავნილებს, რომელსაც მოსკოვი აკეთებდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან მოყოლებული დღემდე არა მხოლოდ პროპაგანდის, არამედ ასევე უმაღლეს პოლიტიკურ, მათ შორის მაგალითად, პუტინის და ყოფილი პრეზიდენტის მედვედევის დონეზე.
„ქართული ოცნება“ ერთ-ერთში იმეორებს იმ გზავნილებს, რომელსაც მოსკოვი აკეთებდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან მოყოლებული დღემდე არა მხოლოდ პროპაგანდის, არამედ ასევე უმაღლეს პოლიტიკურ, მათ შორის მაგალითად, პუტინის და ყოფილი პრეზიდენტის მედვედევის დონეზე
რა დატვირთვა აქვს ასეთ განცხადებებს საქართველოს ინტერესების საწინაარმდეგოდ და რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ამაზე დასკვნის გაკეთება წესით რთული არ უნდა იყოს.
ამას უბრალოდ ჭირდება წაკითხულისა და მოსმენილის ელემენტარულ დონეზე გააზრების უნარი, რასაც წესით ქართული ოცნების ჯერ კიდევ შემორჩენილი ამომრჩეველიც არ უნდა იყოს მოკლებული.
– 2008 წლის აგვისტოს ომის მე-17 წლისთავზე არ დავვიწყნივართ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს.
7 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა პრესასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარია ზახაროვამ, ტრადიციულად ომის დაწყევაში პრეზიდენტი სააკაშვილი დაადანაშაულა. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ კარგი იქნებოდა თუ საქართველო თავის თავზე აიღებდა იურიდიულ ვალდებულებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ.
რაც მისი აზრით, თბილისი-სოხუმი-ცხინვალის სამკუთხედის ურთიერთიობების შემობრუნების საქმეში საკვანძო საკითხი იქნებოდა. ამის შემდეგ მოსაზღვრე სამ სახელმწიფოებს შორის შესაძლებელი იქნებოდა ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ მხარეებს შორის დელიმატაციისა და დემარკაციის პროცესის დაწყება.
ზახაროვას თქმითვე, რუსეთი, როგორც აფხაზეთის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის უახლოესი მეზობელი მზად იქნება ყოველმხრივ შეუწყოს ხელი ამ პროცესების განვითარებას.
პრაქტიკულად იგივე თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გალუზინმა. მოსკოვი საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში შესაშურ თანმიმდევრულობას ავლენს. ანუ რას გვეუბნება ზახაროვასა და გალუზინის პირით მოსკოვი და სავარაუდოდ, როგორია მათზე ქართული პასუხი?
– მოსკოვი არა მხოლოდ ახლა, არამედ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, როგორც პოლიტიკურად, ისე კონცეპტუალური დოკუმეტების მეშვეობით, ისე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ განხორციელებული პოლიტიკის შედეგად გვეუბნება იმას, რომ თეორიულადაც კი არ არსებობს ისეთი კონფიგურაცია და შესაძლო გეოპოლიტიკური გარემოებები, როდესაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას რაიმე ფორმით ხელს შეუწყობდა.
რუსეთისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს მოიცავს, უბრალოდ არ არსებობს. ამასთან, ჩემი აზრით, მას აქვს მკაფიო და თანმიმდევრული გეგმა, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციაში აბსორბაციასა და შესაბამისად, მათ სრულ ანექსიას ითვალისწინებს.
რუსეთისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს მოიცავს, უბრალოდ არ არსებობს. ამასთან, ჩემი აზრით, მას აქვს მკაფიო და თანმიმდევრული გეგმა, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციაში აბსორბაციასა და შესაბამისად, მათ სრულ ანექსიას ითვალისწინებს
რაც შეეხება ქართულ პასუხს, ამაზე ჩვენ ნაწილობრივ უკვე ვისაუბრეთ. კერძოდ, ვახსენეთ, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, მაგალითად, ომის დაწყებასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებს ემსახურება.
თუმცა, საქმე მხოლოდ ამაში არ არის. ამავე ინტერესებს ემსახურება, მაგალითად, „ქართული ოცნების“ მიერ ჩვენს სტრატეგიულ პარტინიორებთან ურთიერთობების მოშლა, იქნება ეს აშშ თუ ევროპის ქვეყნები. ამავე ინტერესებს ემსახურება ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის მიზანმიმართულად არგამოყენება ქართული ოცნების მხრიდან.
ამავე ინტერესებს ემსახურება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებისა და დაგეგმვის პროცესის ბოლომდე მოშლა „ქართული ოცნების“ მიერ. ამავე ინტერესებს იმსახურება აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მიმართული და ზოგადად ოკუპირებული ტერიტორების მიმართ პოლიტიკის უბრალოდ არ ქონა „ქათული ოცნების“ მხირდან.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ამ ისტორიულ მომენტს მიესალმება – ტრამპს, ალიევსა და ფაშინიანს რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ერის დაწყებას ვულოცავ

ლევან სანიკიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა, რომელსაც ვერც იურიდიული გაუქმება, ვერც პერსონალური რეპრესიები, ვერც დაპატიმრება, ვერც ფინანსური ბლოკადა, ვერც საარჩევნო ნომრის წართმევა ვერ შეუშლის ხელს, რომ გაათავისუფლოს საქართველო