გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება და “ვირის აბანოში” მოთავსება, იყო “ოპოზიციის” გუშინდელი “კომიქსების” სიმბოლური და შთამბეჭდავი ფინალი

გიორგი ბაჩიაშვილის გუშინდელი დაკავება და “ვირის აბანოში” მოთავსება, იყო “ოპოზიციის” გუშინდელი “კომიქსების” სიმბოლური და შთამბეჭდავი ფინალი, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, “მოწვეულ ალქაჯებთან ერთად” ჩატარებული გუშინდელი საღამოს მიხედვით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ოპოზიციამ სამუდამოდ მიიძინა.
“გიორგი ბაჩიაშვილის გუშინდელი დაკავება და “ვირის აბანოში” მოთავსება, იყო “ოპოზიციის” გუშინდელი “კომიქსების” სიმბოლური და შთამბეჭდავი ფინალი – ვითარცა მარწყვი (თუ ალუბალი) ტორტის თავზე. მოწვეულ ალქაჯებთან ერთად ჩატარებული გუშინდელი საღამოს შაბაშის თაობაზე, მისი წამყვანისთვის უცხო, ქართულ ენაზე, არსებობს შეფასებათა მთელი კრებული, რომლის მხოლოდ ერთ ნაწილს შემოგთავაზებთ, დანარჩენს (დარწმუნებული ვარ) უხვად შეავსებთ კომენტარებში.
მაშ რა მოხდა გუშინ? რა დაემართა ოპოზიციას? გათავდა, განისვენა, მზეს მოსწყდა, წუთისოფელი მოჭამა, დღე გაუშავდა, სული ამოსძვრა, მიწამ პირი უყო, თქვენი ჭირი წაიღო, სამუდამოდ მიიძინა, ბოლო მოეღო, გადაეგო, საიქიოს გაემგზავრა, ჩაბარდა პატრონს, ჩაკვდა, ჩაიღრძო, ჩაძაღლდა, ფეხები ფშიკა, წაპარჭიკდა, შაბზე და მარილზე წავიდა, წერილი წაიღო, ტყავი გაჭიმა, ყალიონი მიაყუდა, მწუხარებამ წუთისოფელს მოაშორა, გავიდა გაღმა, ფეხზე ცხვარი მოიბა, მიიჩოჩა ზალისკენ, ქუსლით ერთიანი გახაზა – ეს არის ჩემი მოკლე შეფასება სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ “აღლუმზე”.” – წერს ქართველიშვილი.
Previous: გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით