გიორგი ბარამიძე – ქვეყანაში მოქმედმა ოლიგარქიულმა რეჟიმმა დღეს შეიძლება საბედისწერო ნაბიჯი გადადგას, ქვეყანა პირდაპირ რუსეთის მიმართულებით წაიყვანოს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს დააშოროს

დღეს შეიძლება საბედისწერო ნაბიჯი ქვეყანაში მოქმედმა ოლიგარქიულმა რეჟიმმა გადადგას, ქვეყანა პირდაპირ ს მიმართულებით წაიყვანოს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს დააშოროს. -ში ვიზიტის დროს, ყველა ერთხმად მოუწოდებდა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას, რომ პრეზიდენტის ვეტო არ დაძლიონ, რადგან ეს საბოლოოდ ჩაუკეტავს გზას საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გასაწევრიანებლად, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, განურჩევლად პარტიულობისა, დიდი თუ პატარა, დღეს ყველა ერთ მუშტად შეკრული ეუბნება „არას რუსულ კანონს“.
„ქვეყანაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება საბედისწერო ნაბიჯი ქვეყანაში მოქმედმა ოლიგარქიულმა რეჟიმმა გადადგას და ქვეყანა პირდაპირ რუსეთის მიმართულებით წაიყვანოს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს დააშოროს, აშშ-სა და ევროკავშირს. გუშინ, მე ჩამოვედი აშშ-დან და მრავალი შეხვედრა სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მქონდა, კონგრესის ორივე პარტიის წარმომადგენლებთან, ჯეიმს თაუნ ფაუნდეიშენში, ატლანტიკის საბჭოში, უილსონის ცენტრში, NDI-ის და IRI-ის ცენტრალურ ოფისებში, კონგრესმენ იან კინთან, კონგრესის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, მაიკ ტერნერთან, კონგრესმენ, კარლოს ჰიმენესთან და ბილ ფოსტერთან. ყველა ერთხმად აშშ-ში და ევროკავშირში ეუბნება ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას, რომ ვეტო არ დაძლიონ, რადგან ეს კანონი არა უბრალოდ ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და მოლაპარაკების დაწყებას, არამედ ზურგს აქცევს, საქართველოს მეგობრებს მტრად აცხადებს და საქართველოს შანსს უკარგავს გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ქვეყანა.
შესაბამისად, ეს არის ძალიან მძიმე შედეგის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის და ბუნებრივია, ეს აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელია. „ქართული ოცნების“ წევრებს უნდა ახსოვდეთ, რომ ქართველი ხალხი განურჩევლად პარტიულობისა, განურჩევლად ვინ როგორ აფასებს ქვეყნის წარსულს, ყველა ნორმალურ ადამიანს საქართველოს ხილვა ევროკავშირში სურს, ყველას სურს მშვიდობა და სტაბილურობა, ნორმალურ, ცივილიზებულ, განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება. ამიტომ, განურჩევლად პარტიულობისა, დიდი თუ პატარა, დღეს ყველა ერთ მუშტად შეკრული ეუბნება „არას რუსულ კანონს“ და ეუბნება არას იმ რეჟიმს, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ დაბრუნებას ემსახურება“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ, რომლის განცხადებასაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.