გიორგი ბარამიძე – მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პატიმარი და მისი ერთადერთი დანაშაულია ის, რომ მან საქართველოს კონსტიტუციას უერთგულა და ქვეყანა პუტინს არ დაუთმო

მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი პატიმარი საქართველოში და მისი ერთადერთი დანაშაულია ის, რომ მან საქართველოს კონსტიტუციას უერთგულა და საქართველო პუტინს არ დაუთმო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, საპატიმროს მას შემდეგ დატოვებს, როცა „საქართველო გათავისუფლდება მოღალატეთა და კრიმინალური რეჟიმისგან”.
„რეჟიმის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა გრძელდება. მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი პატიმარი საქართველოში და მისი ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ მან საქართველოს კონსტიტუციას უერთგულა და საქართველო პუტინს არ დაუთმო. ამ რუსული მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმის მიერ ის უკვე ამდენი წელია საპყრობილეშია, არის თავისუფლება შეზღუდული და მას საშუალება არ აქვს: იშრომოს, იღვაწოს თავისი სამშობლოსთვის, ისევე როგორც უკრაინისთვის, სადაც წყდება როგორც უკრაინის, ისე საქართველოს და მთელი ცივილიზებული სამყაროს ბედი, ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, თუმცა კარგად გვესმის, რომ ეს ყველაფერი მოხდება მაშინ, როდესაც საქართველო გათავისუფლდება მოღალატეთა და კრიმინალური რეჟიმისგან”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ადგილობრივი არჩევნები 12 კვირაში გაიმართება – მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით

კახა კალაძე – მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის ტენდერი დასრულებულია – გამარჯვებული კომპანია „ჯითი გრუპი“ „სი არ არ სის ჩინეთთან“ თანამშრომლობით, 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს 111 ვაგონს მიაწვდის