გიორგი ახობაძე სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. მას ხელბორკილები მას შემდეგ მოხსნეს, რაც რამდენიმე წუთის წინ, დაკავებული ექიმი, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.

ცნობისთვის, ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – „საპნის ბუშტივით“ თუ რამე გასკდა, ეს არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული სპექტაკლი – შეიძლება „ოცნებაში“ ზოგიერთს მართლა ჰგონია, რომ BBC ისეთივე ინსტრუმენტია ბრიტანეთის ხელში, როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მათ ხელში

ლევან მაჭავარიანი – მოქალაქეების მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოდიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ქუჩებს კეტავდნენ აქციის მონაწილეები – ვალდებულები ვართ, ამ ყველაფერს ვუპასუხოთ ადეკვატურად

საია – 2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია – ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლებების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე