გიორგი ანთაძე – ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო

უკრაინა-ს ომის დასრულებასთან დაკავშირებით ლონდონში დაგეგმილი შეხვედრის მიზეზებზე, რუსეთთან მიმართებაში ტრამპის პოლიტიკასა და სათვის ტრამპის შეთავაზების მიზნებსა და მიზეზებზე, ასევე ამ კონფლიქტში ევროპისა და ჩინეთის მოქმედების სავარაუდო სცენარებზე, საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ პრობლემებზე „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ მკვლევარს, გიორგი ანთაძეს ესაუბრა.
– ბატონო გიორგი, იმის გამო, რომ -საქართველოს ურთიერთობები საკმაოდ გართულებულია, ვგულისხმობ აშშ-ს მიერ საქართველოსთან ურთიერთობების შეჩერებას, კრიტიკულ დამოკიდებულებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, ასევე ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას, ასეთ ვითარებაში ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით აშშ-ში ვიზიტზე სხვადასხვა შეფასებები კეთდება.
ზოგი თვლის, რომ ვიზიტი აშშ-ში იმის ნიშანია, რომ ქვეყნის მეგობრები ცდილობენ კრიზისი ისე გადაილახოს რომ ხალხი არ დაზარალდეს. ზოგი თვლის, რომ ეს ვიზიტი ტექნიკურ ხასიათს ატარებდა და „ქართული ოცნების“ განცხადებები ამ თემაზე არ ასახავს ვაშინგტონში გამართული შეხვედრების არსს.
თქვენ როგორ შეაფასებდით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტს ვაშინგტონში, სადაც მათ შეხვედრები ჰქონდათ საბანკო და საფინანსო ინსტიტუტებში, აშშ -ის კომერციის დეპარტამენტსა და სახაზინო დეპარტამენტში, ასევე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში?
– ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან დიპლომატიურ და ტექნიკურ ურთიერთობებს შეინარჩუნებს და ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია. ამ ფაქტს კავშირი არ აქვს „ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხთან. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, ასეა. ეს ვიზიტიც პირველ რიგში ტექნიკური თანამშრომლობის ჭრილში უნდა განვიხილოთ, ვინაიდან რეალური ამერიკული საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგიდან, ამ ეტაპზე, საქართველოს საკითხი ამოვარდნილია, ეს კარგად იგრძნობა უკვე.
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან დიპლომატიურ და ტექნიკურ ურთიერთობებს შეინარჩუნებს და ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია… ეს ვიზიტიც პირველ რიგში ტექნიკური თანამშრომლობის ჭრილში უნდა განვიხილოთ, ვინაიდან რეალური ამერიკული საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგიდან, ამ ეტაპზე, საქართველოს საკითხი ამოვარდნილია, ეს კარგად იგრძნობა უკვე
მე არ მახსენდება ბოლო 25 წლის მანძილზე ადმინისტრაცია, როდესაც იგივე სახელმწიფო დეპარტამენტს ასეთი ზოგადი და ჩამოუყალიბებელი პოზიცია ჰქონოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
იგივე ტიპის საუბრები იყო, როდესაც აშშ ელჩი დანიგანი მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. მსგავსი ტიპის კონტაქტების დროს მუდმივად იქნება სპეკულაციები და გარჩევა- რამე ხომ არ შეიცვალა, ან გამოიკვეთა ვაშინგტონის პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ მიმართ.
ვფიქრობ, მკაფიოდ ვაშინგტონის პოლიტიკის ჩამოყალიბება საქართველოს მიმართ, რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული და ეს ფაქტორები, როგორც შიდა პოლიტიკურ სიტუაციას, ასევე საგარეო პოლიტიკურ დინამიკას დაუკავშირდება.
მკაფიოდ ვაშინგტონის პოლიტიკის ჩამოყალიბება საქართველოს მიმართ, რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული და ეს ფაქტორები, როგორც შიდა პოლიტიკურ სიტუაციას, ასევე საგარეო პოლიტიკურ დინამიკას დაუკავშირდება
– იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნება“ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპს გულშემატკივრობდა, იყო მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან ურთიერთობებს მალე დაალაგებდა.
სამწუხაროდ, ამის მსგავსი არაფერი ხდება. აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე პრემიერი ირაკლი აცხადებდა – „ჩვენ ორივე სცენარისთვის მზად ვართ – ვერცერთი სცენარის პირობებში ვერავინ შეარყევს ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას“. არადა, ვაშინგტონის გზავნილი საკმაოდ მკაფიო იყო – დაასრულეთ ანტიდასავლური პოლიტიკა და დაუბრუნდით ქვეყნის ევროპულ გზას.
ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით აშშ-ში სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის პარალელურად აშშ-ს კონგრესმენების და სენატორების ორპარტიული ჯგუფი ატლანტიკურ პარტნიორებს მოუწოდებენ შეერთნენ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი სა და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნაში.
მიუხედავად იმისა, რომ არაპროგნოზირებადი პრეზიდენტ ტრამპის პირობებში ძნელია აშშ-საქართველოს მოკლევადიან, ან გრძელვადიან პერსპექტივაზე საუბარი, მაინც ასე დავსვამ კითხვას – თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ტრამპის არჩევის შემდეგ აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ხდება?
ს დღის წესრიგში საქართველო არ და ვერ იქნება განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი, თუმცა უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან უფრო მკაფიო და ჩამოყალიბებულ პოზიციებს, ყველა იმ საკითხთან მიმართებაში რაც საქართველოს უკავშირდება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ აშშ-ს ჯერ მკაფიო პოლიტიკა არ აქვს რეგიონთან მიმართებაშიც, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს ამჟამინდელ სიტუაციაზე, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არის.
უკრაინის ომის, ირანთან და ჩინეთთან ურთიერთობების საკითხის ჭრილში, როდესაც შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი გამოიკვეთება ვაშინგტონში, ვფიქრობ მათი პოზიციებიც უფრო მკაფიო იქნება ჩვენთან დაკავშირებით.
თბილისმაც და ვაშინგტონმაც, ახალი რეალობის გათვალისწინებით უნდა გამონახონ გზები საერთო ინტერესების ჭრილში ურთიერთობების გადატვირთვისთვის. ეს აუცილებელი პირობაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგიონში ძალთა ბალანსი კიდევ უფრო მკვეთრად ანტი ამერიკული გახდება
მანამდე, როგორც ჩანს ეს შუალედური კონდიცია ურთიერთობებში გაგრძელდება. ისტორიულ პერსპექტივაში თუ შევხედავთ, ეს ყოველივე მძიმე და ერთის მხრივ სევდიანი საყურებელია, ვინაიდან აშშ და საქართველოს ურთიერთობები ბოლო ათწლეულები განსაკუთრებულ ხასიათს ატარებდა. თუმცა არაფერია მუდმივი ცის ქვეშ და გეოპოლიტიკური ცვლილებები, ისტორიული ციკლები, თავის გავლენას ახდენენ გლობალურ პროცესებზე, მათ შორის ჩვენს რეგიონზეც.
თბილისმაც და ვაშინგტონმაც, ახალი რეალობის გათვალისწინებით უნდა გამონახონ გზები საერთო ინტერესების ჭრილში ურთიერთობების გადატვირთვისთვის. ეს აუცილებელი პირობაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგიონში ძალთა ბალანსი კიდევ უფრო მკვეთრად ანტი ამერიკული გახდება.
როგორი იქნება ამ ურთიერთობების პერსპექტივაში ქართული დემოკრატიის ბედი, ეს მნიშვნელოვანი საკითხია და ამ მხრივ საზოგადოების აქტიურობის როლი კვლავინდებურად უმნიშვნელოვანესი იქნება. მე მაქვს მოლოდინი, რომ ვაშინგტონი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებების მასიურად შელახვას, რასაც დღეს საქართველოში ვუყურებთ, ვერ შეეგუება.
მაქვს მოლოდინი, რომ ვაშინგტონი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებების მასიურად შელახვას, რასაც დღეს საქართველოში ვუყურებთ, ვერ შეეგუება
– რადგან საუბარი საგარეო პოლიტიკაზე მსჯელობით დავიწყეთ, ევროპა-საქართველოს ურთიერთობებს გვერდს ვერ აუვლით.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ხელისუფლებას საკმაოდ გართულებული ურთიერთობები აქვს ბრიუსელთან და ევროპის სტრუქტურებთან. გარდა ამისა, ევროკავშირის წამყვან ქვეყნებთან.
ევროპელი პოლიტიკოსები და არა ბიუროკრატები, როგორც ამას „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ ექვემდებარებიან დიფ სთეითის გავლენას და ხელს უშლიან საქართველოს ხელისუფლებას გააძლიერონ ქვეყნის სუვერენიტეტი.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს „ევროპაში მშვიდობით და ღირსეულ“ გაწევრიანებას ჰპირდებოდა. არჩევნების შემდეგ პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლამდე არ დააყენებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს. ამას რომ ქუჩის საპროტესტო აქციები მოიყვან ვხედავთ. ამ თემას ჩვენ კიდევ შევეხები.
ყველაზე გასაკვირი აღმოჩნდა ის, რაც ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმება-შეჩერებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ლიდერმა დაახლოებით ასეთი რამ თქვა – თუ ლიბერალიზაციას გაგვიუქმებენ, ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებასო.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში ხდება?
სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს მდინარაძეს ეს განცხადება თუ წამოცდენა?
– ქართულ ევროპული ურთიერთობების წლების განმავლობაში, გაიგივებული იყო საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობებთან. ასე ჩაიარა მთელმა დეკადებმა, როდესაც საქართველო თავის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. თუმცა, რუსეთის ში შეჭრით არსებული მსოფლიო წესრიგი და დასავლეთის ერთიანობა ფუნდამენტურად შეირყა და იმის მაგივრად, რომ ჩვენ გაგვეგრძელებინა არსებული გეზი და კონსტიტუციით გამყარებული მიზნების მიღწევისთვის გვემუშავა, რადიკალურად შევიცვალეთ პოზიცია. „ქართული ოცნება„ ღიად დაუპირისპირდა საკუთარი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანს ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით.
იმის მაგივრად, რომ ჩვენ გაგვეგრძელებინა არსებული გეზი და კონსტიტუციით გამყარებული მიზნების მიღწევისთვის გვემუშავა, რადიკალურად შევიცვალეთ პოზიცია. „ქართული ოცნება„ ღიად დაუპირისპირდა საკუთარი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანს ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით
იმ დრაკონული საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდგომ, რაც ბოლო ორი წელია ვუყურებთ, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ გამოცხადებული ღია ბრძოლის შემდგომ, მოირღვა ყველა ის ინსტიტუციური და სამართლებრივი სვეტი ქვეყანაში, რის გარეშეც დემოკრატიული სამყაროს, მათ შორის ევრო-კავშირის წევრობა გამორიცხულია.
როდესაც ყველაფერი კეთდება ერთპარტიული ძალაუფლების დამყარებისათვის ქვეყანაში, ბუნებრივია ასეთი სახელმწიფო ვერ გახდება იმ პოლიტიკური სივრცის ნაწილი, როგორიც ევრო-კავშირია. „ქართულმა ოცნებამ,“ თავიდანვე აირჩია ესკალაციის გზა, ვინაიდან სხვანაირად, იმ რეფორმების გატარება რასაც ევროპა ჩვენგან ითხოვს გაწევრიანების გზაზე, ბუნებრივია შეუძლებელია მზარდი ავტორიტარიზმის პირობებში.
სწორედ ამიტომ მოწმენდილ ცაზე, 28 ნოემბერს გაკეთდა ეს განცხადება, რამაც აქამდე მიმდინარე უწყვეტი პროტესტი გამოიწვია. ეს არის გეგმაზომიერი ამოქმედებული სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის დამყარებას, ოპონენტების ნეიტრალიზაციას, ყველანაირი ოპოზიციური განწყობების კონტროლსა და ჩახშობას და მთლიანად თავისუფალი საზოგადოების მოსპობას. ეს პოლიტიკა, ბუნებრივია მხოლოდ და მხოლოდ ავტოკრატიული ქვეყნების ღერძზე მყოფ სახელმწიფოებს თუ მოეწონებათ.
ეს არის გეგმაზომიერი ამოქმედებული სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის დამყარებას, ოპონენტების ნეიტრალიზაციას, ყველანაირი ოპოზიციური განწყობების კონტროლსა და ჩახშობას და მთლიანად თავისუფალი საზოგადოების მოსპობას. ეს პოლიტიკა, ბუნებრივია მხოლოდ და მხოლოდ ავტოკრატიული ქვეყნების ღერძზე მყოფ სახელმწიფოებს თუ მოეწონებათ
მე როგორც ვატყობ, დღევანდელ ხელისუფლებას გეზი სწორედ ამ ქვეყნების კლუბისკენ აქვს აღებული. მამუკა მდინარაძის განცხადება, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მთავარი ძალაუფლების შენარჩუნებაა და არა მოსახლეობის სიკეთეებზე ზრუნვა. ევროპასთან შეწყვეტილი უვიზო მიმოსვლა უამრავ პრობლემას შეუქმნის მოსახლეობას, როგორც ეკონომიკური კუთხით, ისე, ჯანდაცვის და განათლების სფეროებში. ელემენტარულად, უამრავი ადამიანი სიცოცხლისათვის იბრძვის ევროპულ კლინიკებში, რაც გართულდება სავიზო პირობებში.
ეს თუ მოხდა, განმტკიცდება ქვეყნის არა სუვერენიტეტი, არამედ იზოლაცია დემოკრატიული სამყაროსგან. საუბრები დიფ სთეითზე, გლობალური ომის პარტიაზე და ა. შ. ეს არის მხოლოდ პოლიტ ტექნოლოგიები, რომელიც პროპაგანდის მიერ აქტიურად გამოიყენება საგარეო მტრის ხატის შესაქმნელად. ეს კარგად აპრობირებული მეთოდია.
ეს თუ მოხდა, განმტკიცდება ქვეყნის არა სუვერენიტეტი, არამედ იზოლაცია დემოკრატიული სამყაროსგან. საუბრები დიფ სთეითზე, გლობალური ომის პარტიაზე და ა.შ. ეს არის მხოლოდ პოლიტ ტექნოლოგიები, რომელიც პროპაგანდის მიერ აქტიურად გამოიყენება საგარეო მტრის ხატის შესაქმნელად. ეს კარგად აპრობირებული მეთოდია
– მსოფლიო პოლიტიკაში ახლა ყველაზე განხილვადი თემაა უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის წინადადებები კიევისა და მოსკოვისათვის.
თუ აქამდე უკრაინას მხოლოდ პრეზიდენტი ტრამპი სთავაზობდა რუსეთის წინაშე კაპიტულაციას, ახლა პრეზიდენტ ზელენსკი იგივე სთავაზობენ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ვენსი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.
პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინისთვის მიუღებელია დათანხმდეს რუსების მიერ ოკუპირებული ს, ასევე ლუგანსკის, დონბასის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსებისთვის მიკუთვნებას. ასევე უკრაინის მიერ ნატოში გაწევრიანებას.
ანუ, ვაშინგტონი კიევს სთავაზობს იმას, რის გამოც პუტინმა ომი დაიწყო უკრაინაში. თან ისე, რომ უკრაინას არ სთავაზობს უსაფრთხოების გარანტიებს. დამკვირვებელთა უმეტესობა თვლის, რომ „ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს.“ ამ თემაზე ტრამპი ლამის ყოველ დღე აკეთებს განცხადებებს, ომის მიმდინარეობას პუტინს კი არ საყვედურობს, არამედ რუსული აგრესიის მსხვერპლი ქვეყნის პრეზიდენტს, რომლის ქვეყანასაც ყოველ დღე ბომბავს რუსეთი.
მალე ახლოვდება ტრამპის პრეზიდენტობის 100 დღე და აშშ-ში დამკვიდრებული ტრადიციით, მან 100 დღიანი საქმიანობა უნდა შეაჯამოს და ეჩქარება მსოფლიოს აუწყოს, რომ ომი უკრაინაში შეაჩერა. პრეზიდენტი ზელენსკის კაპიტულაციაზე უარის თქმას არ აპირებს.
ამ თემაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა – „უკრაინასა და რუსეთს მშვიდობისკენ გზა ვაჩვენეთ, ახლა მათ „დიახ“ უნდა თქვან. რადგან პრეზიდენტი ტრამპი პაციფისტს არ ჰგავს, მაგრამ, თავისი მოქმედებით არც იმის შთაბეჭდილებას ტოვებს რომ პოლიტიკოსია, თუმცა, ფაქტია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ნაპოლეონივით უნდა მოიქცეს.
თქვენ როგორ შეაფასებდით კიევისთვის ტრამპისა და აშშ-ს წინადადებებს? სავარაუდოდ, როგორ დასრულდება აშშ-ს მცდელობები აიძულოს უკრაინა მიიღოს ვაშინგტონის კაპიტულაციის პირობები?
– ის რომ ვაშინგტონი მკვეთრად შეიცვლიდა პოლიტიკას და დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, მე თქვენთან წინა ინტერვიუშიც ვივარაუდე. ეს მოლოდინი მალევე გამართლდა და განპირობებული იყო იმ გეოპოლიტიკური მოცემულობის ანალიზიდან რაც დღეს დადგა.
რუსეთი ამ მომენტისათვის თავის თამაშს თამაშობს და ცდილობს მაქსიმალურად მეტი მიიღოს ამ პროცესების შედეგად. თავისთავად ცხადია, რომ უკრაინა ამ პირობებს ვერ და არ დათანხმდება. ეს იქნებოდა ელემენტარულად, იმ უამრავი ადამიანის ბრძოლის დაუფასებლობა, რომელთაც სიცოცხლე შესწირეს უკრაინის თავისუფლების დაცვას.
შესაბამისად, კიევი ამ პირობებს არ დათანხმდება. დღეს შეიძლება უკრაინას არ გააჩნდეს ძალები დაკარგული ტერიტორიების სრულად დასაბრუნებლად, მაგრამ, საკმარისად ძლიერია იმისათვის, რომ შეინარჩუნოს უდიდესი ნაწილი იმ ტერიტორიის რასაც ამ ჟამად აკონტროლებს. მითუმეტეს, ევროპის პოზიცია უკრაინის მომავალთან დაკავშირებით მყარია. მისი დახმარება არ შეწყდება, არც ფინანსური და არც სამხედრო თვალსაზრისით, პირიქით უნდა ველოდოთ ამ დახმარების მასშტაბების მუდმივ ზრდას.
კიევი ამ პირობებს არ დათანხმდება. დღეს შეიძლება უკრაინას არ გააჩნდეს ძალები დაკარგული ტერიტორიების სრულად დასაბრუნებლად, მაგრამ, საკმარისად ძლიერია იმისათვის, რომ შეინარჩუნოს უდიდესი ნაწილი იმ ტერიტორიის რასაც ამ ჟამად აკონტროლებს. მითუმეტეს, ევროპის პოზიცია უკრაინის მომავალთან დაკავშირებით მყარია. მისი დახმარება არ შეწყდება, არც ფინანსური და არც სამხედრო თვალსაზრისით, პირიქით უნდა ველოდოთ ამ დახმარების მასშტაბების მუდმივ ზრდას
დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, მე მგონია, რომ მოლაპარაკებები ამ ფორმით ვერ გაგრძელდება და ჩიხში შევა. დონალდ ტრამპს მოუწევს არჩევანის გაკეთება, ჩაეხსნას ამ საკითხს სრულად, გადაერთოს სხვა საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, თუ აირჩიოს რუსეთთან შემდგომი ესკალაციის გზა. ომი, ჯერ კიდევ გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკური სიტუაცია სულ უფრო მძიმდება.
დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ყველაზე რეალისტური სცენარია, რომ ერთ დღეს საბრძოლო მოქმედებები უბრალოდ მინელდება, კონკრეტულ შეხების ხაზებზე, ისე, როგორც ეს ერთხელ უკვე 2015 წელს ვნახეთ.
მე მგონია, რომ მოლაპარაკებები ამ ფორმით ვერ გაგრძელდება და ჩიხში შევა. დონალდ ტრამპს მოუწევს არჩევანის გაკეთება, ჩაეხსნას ამ საკითხს სრულად, გადაერთოს სხვა საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, თუ აირჩიოს რუსეთთან შემდგომი ესკალაციის გზა. ომი, ჯერ კიდევ გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკური სიტუაცია სულ უფრო მძიმდება
პუტინის მოთხოვნების დაკმაყოფილება ნიშნავს დასავლეთის, ვაშინგტონის, კიევის და აქამდე არსებული მსოფლიო წესრიგის კაპიტულაციას ავტოკრატიული ღერძის წინაშე, რომელიც დაინტერესებული იყო და არის ამ წესრიგის გადახედვით. ამიტომ, სულ ცოტა ევროპამ, მთლიანმა დასავლეთმა თუ არა, ეს არ უნდა დაუშვას წესით.
მე დარწმუნებული ვარ, მშვიდობაც რომ დადგეს, მოსკოვი აქტიურად ეცდება უკრაინის შიდა პოლიტიკაზე გავლენას. ომი დამთავრდა, გეშინოდეთ მშვიდობისო აქტუალური იქნება. ნებისმიერ ვარიანტში კიევი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დარჩება, ამიტომ რაც შეიძლება კარგი სასტარტო პირობებია აუცილებელი ომის შემდგომი ცხოვრებისათვის. უკრაინისთვის უსაფრთხოების მკვეთრი გარანტიების მიცემის გარეშე, მე სხვა რეალისტურ ვარიანტს დღეს ვერ ვხედავ, ვნახოთ.
უკრაინისთვის უსაფრთხოების მკვეთრი გარანტიების მიცემის გარეშე, მე სხვა რეალისტურ ვარიანტს დღეს ვერ ვხედავ, ვნახოთ
– ფაქტია, რომ თუ კიევი რუსული აგრესიის წინააღმდეგ მარტო დარჩა და იძულებული გახდა ტრამპის წინადადებები რაიმე ფორმით მიიღო, ეს იქნება კატასტროფა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება რომელიმე ქვეყანა, რომელსაც მეზობლის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები არ ჰქონდეს.
თუ საერთაშორისო სამართლის უმნიშვნელოვანესი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის პრეცედენტი შედგა, ამას გაუთავებელი ლოკალური კონფლიქტები შეიძლება მოჰყვეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ძალიან ცუდად აისახება საქართველოზე, რომლის ორი რეგიონი ოკუპირებული აქვს რუსეთს და ეს რეგიონები პრაქტიკულად ახლა რუსეთის მიერ ანექსირების რეჟიმში იმყოფებიან.
თუ უკრაინა ტრამპ-პუტინის გარიგებას შეეწირა, სავარაუდოდ, მომხდარი როგორ აისახება საქართველოზე?
– ეს თუ მოხდა, საქართველოს მსგავსი მცირე სახელმწიფოებისათვის განაჩენის ტოლფასი იქნება, მითუმეტეს როდესაც ასეთი სუსტები და დაუცველები ვართ, როგორც ქვეყანა. შესაბამისად, ჩვენი ინტერესია, რომ კიევმა მაქსიმალურად შეძლოს მისი ლეგიტიმური ინტერესების დაცვა საერთაშორისო ნორმების მიხედვით.
საქართველო, მთელი მისი ისტორიის მანძილზე გეოგრაფიის ტყვე იყო და სამწუხაროდ, სახელმწიფო ამჯერადაც მოუმზადებელი ხვდება მორიგ გეოპოლიტიკურ ქარტეხილებს. ასევე, მოვლენების ამ სცენარით განვითარება საბოლოოდ დაასამარებს ნატოში გაწევრიანების ისედაც უკვე ძალიან მყიფე პერსპექტივას. რეგიონული ბლოკებისა და ალიანსების წინა პლანზე წამოწევა მოხდება.
თუ კიევს კაპიტულაციაზე ხელი მოაწერინეს, მაშინ ეს ნიჰილიზმი, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სამართლიანიც იქნება. დასავლეთი, პირველ რიგში ღირებულებები იყო, კაპიტულაცია ამ ღირებულებების დისკრედიტაციაც იქნება
საქართველოც სავარაუდოდ რეგიონულ ფორმატებს ვერ ასცდება. მათ შორის 3+3 ფორმატიც შეიძლება იყოს მომავალში. ასევე, ეს მოვლენები ძალიან მძიმედ დაარტყამს პროდასავლურ განწყობებს და მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობაში, გაზრდის ნიჰილიზმს ევროპის და დასავლეთის მიმართ.
თუ კიევს კაპიტულაციაზე ხელი მოაწერინეს, მაშინ ეს ნიჰილიზმი, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სამართლიანიც იქნება. დასავლეთი, პირველ რიგში ღირებულებები იყო, კაპიტულაცია ამ ღირებულებების დისკრედიტაციაც იქნება.
– 2024 წლის არჩევნების შემდეგ საკმაოდ რთული ვითარებაა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში.
4 ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. 5 თვეა გრძელდება ქუჩის აქციები, რომლის შედეგი ასე გამოიყურება, 52 ადამიანი დაკავებულია, 500-ზე მეტი ნაცემი და დაზარალებულია, 5 ათასიანი ჯარიმა აქვთ გამოწერილი საკმაოდ ბევრს.
ამის პარალელურად ხელისუფლება იღებს კანონებს, რომლითაც კიდევ უფრო ამკაცრებს პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეების აქტიურობას. მიღებულია კანონები, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება აზრს კარგავს, გართულებულია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის უცხოელი პარტნიორების მხრიდან დახმარება.
იმას, რაც ახლა საშინაო პოლიტიკაში ხდება, ზოგი ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯებად აფასებს, ზოგი კი თვლის, რომ ქვეყანა იზოლაციონიზმისკენ, ან ბელორუსიზაციისკენ მიექანება. „ინტერპრესნიუსთან“ თქვენს ბოლო ინტერვიუში თქვენ ამბობდით – „მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია“.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რა მდგომარეობაშიც გვაქვს ვითარება საშინაო პოლიტიკაში?
– საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები, პირდაპირ დაკავშირებულია საგარეო პოლიტიკურ სიტუაციასთან, მე დარწმუნებული ვარ, რომ მმართველ გუნდს ჰქონდა მოლოდინი, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ ყველაფერი ძალიან მალე დასრულდებოდა და შესაბამისად, იმ მომენტიდანვე შეიცვალეს რიტორიკა, მიდგომები საგარეო პოლიტიკურ საკითხებზეც.
მიუხედავად, მრავალტანჯული კანდიდატის სტატუსის მიღებისა, შემდგომი რეფორმების განხორციელება აბსოლუტურად შეუთავსებელი იყო ძალაუფლების არსებული მოდელისათვის, როდესაც ერთ ადამიანს ასეთი აბსოლუტური გავლენა აქვს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.
შესაბამისად, ერთპარტიული და ერთ პიროვნული ძალაუფლების განმტკიცების პირობებში, დემოკრატიული სამყარო ვერ იქნება შენი ბუნებრივი სწრაფვის ადგილი. აშკარა გახდა, რომ ვიწრო პარტიული მიზნების გამო, საგარეო პოლიტიკური კურსის რადიკალური ცვლილებაც და კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევაც არაა პრობლემა ამ ძალისთვის.
ერთპარტიული და ერთ პიროვნული ძალაუფლების განმტკიცების პირობებში, დემოკრატიული სამყარო ვერ იქნება შენი ბუნებრივი სწრაფვის ადგილი. აშკარა გახდა, რომ ვიწრო პარტიული მიზნების გამო, საგარეო პოლიტიკური კურსის რადიკალური ცვლილებაც და კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევაც არაა პრობლემა ამ ძალისთვის
ამასთან ერთად, ვფიქრობ ნათელია, რომ ხელისუფლება რეპრესიული მექანიზმების გამოყენებასა და ამოქმედებაში, აშკარად აქამდე არსებული „უცხოური გამოცდილებით“ სარგებლობს. სხვანაირად ვერ აიხსნება ამდენი დამთხვევა იგივე რუსეთთან და ბელორუსთან. ვერც ის აიხსნება, შემთხვევითობით, რომ ავტორიტარული და პრორუსული ქვეყნებს, ფაქტობრივად ყველას ერთად მოუნდა „უცხოური ძალის გავლენის“ შესახებ კანონმდებლობის მიღება, ან გამკაცრება.
საქართველოს შემთხვევაში, დარტყმის ქვეშ ხვდება მთელი თავისუფალი საზოგადოება. ნებისმიერი წრე და სფერო, რომელიც არ იზიარებს „პარტიის“ ხედვებს, დარტყმის ობიექტია, როგორც ინდივიდუალურ, ისე საზოგადოებრივ დონეზე.
ამ პროტესტის დამარცხების შემთხვევაშიც, მისი აქტიური გამოვლენის გაქრობამ, არ უნდა შექმნას ილუზია, რომ ხალხში განწყობები შეიცვლება. ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო.
იმის თქმა მინდა, რომ ბრაზი დაგროვდება და სად და რა ფორმით ამოხეთქავს, შემდგომში, ძნელი სათქმელია. თუმცა მმართველი პარტიის წევრებს ვურჩევდი დაფიქრდნენ ამ საკითხზე.
– ვხედავთ, რომ ქუჩის აქციები პრაქტიკულად პოლიტიკური ლიდერების გარეშე მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიები სხვადასხვა ფორმატში ერთმანეთთან კი თანამშრომლობენ, მაგრამ მათი აქტიურობა ხელისუფლებას ხელშესახებ პრობლემებს არ უქმნის.
ოპოზიციური სპექტრი საერთაშორისო ასპარეზზე უფრო მეტად აქტიურობს. მაგრამ, ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ეს დიდად არც ადარდებს. ფაქტია, რომ ცდილობს ოპოზიციური სპექტრის მარგინალიზებას, რაც მას მეტ-ნაკლებად გამოსდის კიდეც განსაკუთრებით რეგიონებში და ნაწილობრივ დიდ ქალაქებშიც.
იმ მოცემულობაში, რომელშიც ახლა საშინაო პოლიტიკა იმყოფება, თქვენ როგორ შეაფასებდით ოპოზიციური სპექტრის საქმიანობას?
– წლების განმავლობაში ქართული პოლიტიკური ველის სისტემური დეგრადაცია ხდებოდა, როგორც შინაარსის, ისე ფორმების თვალსაზრისითაც. ქართული საზოგადოება, პროპაგანდის მძლავრი მექანიზმებით, ტოქსიკურად მოწამლეს შიდაპოლიტიკური გამრუდებული დისკუსიებით, რომლებიც რეალურ საჭიროებებზე მორგებულ შინაარსებს ყოველ დღიურად სცილდებოდა. ამაში წვლილი ორივე მხარეს მიუძღვის, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას.
საბოლოო ნიშნით, 2025 წლის პირველ ნახევარში მივიღეთ მოცემულობა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი აბსოლუტურად მარგინალიზებულია და უკიდურესად მცირე საზოგადოებრივი მხარდაჭერით სარგებლობს.
ის სტრუქტურული პრობლემები, რაც ქართულ პოლიტიკურ კლასს გააჩნია, მიმდინარე პროტესტების შედეგად ზედაპირზე ამოვიდა და გამოჩნდა, რომ სტრატეგიულ საკითხებზეც კი, ოპოზიცია ვერ ახერხებს ერთიანობას, ძალისხმევის გაერთიანებას საერთო მიზნების მისაღწევად. არა აღმოჩნდა ერთი ადამიანიც კი, ვინც ლიდერის ფუნქციას იკისრებდა, ან ეცდებოდა მაინც.
პირადად ჩემთვის, ბარიერ გადალახული ოპოზიციის მიმართ, ამ ფორმით, შინაარსობრივი ინტერესი აბსოლუტურად გამქრალია. მე ვერ ვხედავ მათში პერსპექტივას და ხვალინდელ დღეს
პირადად ჩემთვის, ბარიერ გადალახული ოპოზიციის მიმართ, ამ ფორმით, შინაარსობრივი ინტერესი აბსოლუტურად გამქრალია. მე ვერ ვხედავ მათში პერსპექტივას და ხვალინდელ დღეს.
ამიტომ, აუცილებელია რომ დღეს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების და ჯგუფების მიერ არსებულ დაკვეთას ახალ პოლიტიკურ ენერგიაზე, შესაბამისი პასუხი მოეძებნოს ახლო მომავალში და პოლიტიკური ველის შინაარსობრივი განახლება მოხდეს. თუმცა, ეს შეიძლება განმტკიცებული ავტორიტარიზმის პირობებში უკვე შეუძლებელი იყოს.
„ინტერპრესნიუსი”
კობა ბენდელიანი