გიორგი ამილახვარი გურიის რეგიონის სკოლების მასწავლებლებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს მასწავლებლებთან შეხვედრებს. მინისტრმა მორიგი სამუშაო შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, გურიის რეგიონის სხვადასხვა სკოლის 300-ზე მეტ პედაგოგთან გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გიორგი ამილახვარმა შეხვედრის მონაწილეებთან ზოგადი განათლების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილა, სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე იმსჯელა და პედაგოგების პოზიციები მოისმინა სკოლებში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე.
„სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ თემებს როგორებიცაა – მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, კარიერული წინსვლის ხელშეწყობა, მათი სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესება და სხვა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და თითოეულ პედაგოგს საშუალება ჰქონდა მისთვის საინტერესო საკითხზე პირადად მინისტრისგან მიეღო სრულყოფილი ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ამილახვარის ინიციატივით მასწავლებლებთან შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება, რათა პედაგოგთა წინაშე არსებულ პრობლემებზე მოხდეს დროული რეაგირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ