გილოცავთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას! დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება – ბიძინა ივანიშვილი

გილოცავთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას! დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ს განცხადებაში, რომელსაც პარტია ავრცელებს.
„გილოცავთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას! 4:1 – ერთა ლიგაზე, ჩეხეთის ნაკრებთან მიღწეული ამ დამაჯერებელი გამარჯვებით, ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთხელ, უზომოდ გაგვახარა თითოეული ქართველი გულშემატკივარი!
ევროპის ჩემპიონატზე შთამბეჭდავი დებიუტის შემდეგ აშკარა იყო, რომ ქართული ფეხბურთისთვის ახალი, განსაკუთრებული ეპოქა დაიწყო, რაც გუშინდელი თამაშით კიდევ ერთხელ დადასტურდა.
ვულოცავ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მებრძოლი, ერთ მუშტად შეკრული და საამაყო გუნდის ჩამოყალიბებაში წვლილი შეიტანა!
დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება! ბიძინა ივანიშვილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი ეუთოს გენმდივნის ვიზიტზე – არის მოლოდინი, რომ „დიფ სთეითის“, ამჟამად ბრიუსელის მხრიდან ოპოზიციას კიდევ ექნება დახმარება, ამ დონის ადამიანის ჩამოსვლა კი ერთ-ერთი რესურსია, რომ ამას წერტილი დაესვას – ასეთი ვიზიტები ისტერიკაში აგდებს ოპოზიციას