გივი მიქანაძის თქმით, მნიშვნელოვანია ქართველმა ახალგაზრდებმა “უმაღლესი სტანდარტის ცოდნა” საქართველოში მიიღონ

ქართული ოცნების განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, განათლების რეფორმა ემსახურება მიზანს, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა “უმაღლესი სტანდარტის ცოდნა” საქართველოში მიიღონ.

“მუდმივ რეჟიმში ბაზრის კვლევის აუცილებლობა და საჭიროება განისაზღვრა იმისთვის, რომ ჩვენ მიზნად დავსახოთ, თუ რომელი პროფესიის მიხედვით რა რაოდენობის კვალიფიციური კადრები უნდა გამოუშვან კონკრეტულმა უნივერსიტეტებმა. შესაბამისად, სახელმწიფო უნივერსიტეტები მაქსიმალურად ორიენტირებული უნდა იყვნენ იმაზე, რომ სწორედ სახელმწიფო დაკვეთა შეასრულონ — სახელმწიფო დაკვეთა კი ბაზრის მოთხოვნებიდან უნდა მომდინარეობდეს.

რეფორმის ფარგლებში გადახალისდება ის მოცემულობა, რაც კონკრეტული მიმართულებით პროფესორ-მასწავლებლების საჭიროებასთანაა დაკავშირებული. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ის დეფიციტური მიმართულებები, სადაც შესაბამისი კვალიფიკაციის პროფესორ-მასწავლებლები არ გვყავს და საზღვარგარეთიდან შესაბამისი ცოდნის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის პროფესორ-მასწავლებლები უნდა ჩამოვიყვანოთ.

მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ახალგაზრდები საქართველოში რჩებოდნენ და იღებდნენ უმაღლესი სტანდარტის ცოდნას, როგორც სასკოლო, ასევე უნივერსიტეტების დონეზე. სწორედ ამიტომ დავაინიცირეთ უმაღლესი განათლების რეფორმა,” — თქვა მიქანაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი მ განაცხადა, რომ “ნებისმიერ ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა, საზღვარგარეთ დახუროს მე-12 კლასი და შემდეგ განაგრძოს პირველი კურსიდან სწავლა უმაღლესი განათლების დონეზე”

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე გიორგი: ყველასათვის გახდა ცნობილი არაბული კომპანიის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში… კომპანია რომელიც გაცხადებულად იძახის, რომ 30 000 კაცს ჩამოიყვანს და მისი ტომელები შეისყიდიან და ჩასახლდებიან აქ, მაშინ რას ვაკეთებთ ჩვენ?