გივი მიქანაძე: ჩვენთვის, ეს ადამიანი ფაქტობრივად არ არის პრეზიდენტი, გვაქვს მოლოდინი, არჩევნებამდე გადადგება

„გვაქვს მოლოდინი, რომ ზურაბიშვილი არჩევნებამდე გადადგება“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მიქანაძის თქმით, გადადგომის შემდეგ ზურაბიშვილი ერთ-ერთ ოპოზიციურ გაერთიანებას მიეკედლება.

„ჩვენთვის, ეს ადამიანი ფაქტობრივად არ არის პრეზიდენტი, გამომდინარე იქიდან, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ის ცნო კონსტიტუციის უხეშ დამრღვევად.

არანაირი ნეიტრალიტეტის კონტექსტში არ ჯდება. ის ბოლო 6 თვე, ერთი წელიწადია თითქმის არის მთლიანად ოპოზიციურ ნარატივზე გადასული. 

ჩვენ ამასაც ვამბობთ, რომ ეს ადამიანი არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე, სავარაუდოდ, გადადგება თავისი პოზიციიდან და ერთ-ერთ ოპოზიციურ გაერთიანებას მიეკედლება“, – აცხადებს .

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანო საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე ბოლო წლიური ანგარიშით წარდგება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ხუციშვილი: 2007 წლიდან, როცა ქვეყანა საერთაშორისო ბანკს შეუერთდა, მნიშვნელოვანი წინსვლა ვიქონიეთ, ჩვენ უკვე გავხდით აზიის განვითარების ფონდის დონორი, ამიტომ ეს განსაკუთრებულ როლს გვანიჭებს

მარიამ წიკლაური: Ზეციდანაც მოგვეხმარებიან ჩვენი დიდი წინაპრები, ცოცხლები კიდე მკვდარს არ დავემსგავსებით და ერთობაში ვპოვებთ ხსნას, რომ ნამდვილი თავისუფლება მოვიპოვოთ! Ღმერთიც ჩვენთან იქნება! Და ერიც!