გივი მიქანაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვაზე – საზოგადოება ყველაფერს ნახავს თავისი არგუმენტებით და შესაბამისად გამოიტანს დასკვნებს

საზოგადოება ყველაფერს ნახავს თავისი არგუმენტებით და შესაბამისად გამოიტანს დასკვნებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.
მიქანაძე აღნიშნავს, რომ კომიტეტზე იქნება ყველაფრის განხილვა, რასაც საზოგადოება ნახავს და თავად გამოიტანს დასკვნებს.
„კომიტეტზე გვექნება ყველაფრის განხილვა. საზოგადოება ამ ყველაფერს ნახავს მარტივად თავისი არგუმენტებით და შესაბამისად გამოიტანს დასკვნებს. აბსოლუტურად ჯანსაღ, ჩვეულებრივ გარემოში უნდა წარიმართოს დებატები“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე ქართველ დიპლომატებს – უმნიშვნელოვანესია თქვენი ღია პოზიცია – პოზიცია „ჩვენ დიპლომატები ვართ და პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ“, არ მიიღება, საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს!