გივი მიქანაძე – მაქსიმალურად ვერიდებით -სთან ურთიერთობების დაძაბვას

გივი მიქანაძე – მაქსიმალურად ვერიდებით -სთან ურთიერთობების დაძაბვას
ჩვენ მაქსიმალურად ვერიდებით აშშ-სთან რაიმე ურთიერთობების დაძაბვას, და პირიქით, არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ეს ურთიერთობები საჭიროებს გადატვირთვას, ოღონდ ეს გადატვირთვა უნდა იყოს მხოლოდ სამართლიანობის პრინციპზე აგებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა გვი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა სენატში საქართველოს საკითხთან დაკავშირებულ მოსმენაზე.
გივი მიქანაძის თქმით, სენატში გამართულ მოსმენასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებები იყო მაქსიმალურად ზომიერი, დიპლომატიური და კორექტული იმ ფონზე, რა გამონათქვამებიც საზოგადოებამ მოისმინა განსაკუთრებით სენატორ რიშის მხრიდან, რომელიც მიქანაძის შეფასებით, არამარტო ხელისუფლების, პირველ რიგში, ქართული საზოგადოების მიმართ იყო შეურაცხმყოფელი.
„ჩვენ ვეუბნებით პარტნიორებს, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს ხელისუფლება ვერანაირად არის განყენებული საზოგადოებისგან. ეს ხელისუფლება არის დემოკრატიული წესით არჩეული საზოგადოების უდიდესი ნაწილის მიერ. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებასთან მიმართებაში გაკეთებული თითოეული განცხადება ანალოგიურად აღიქმება საზოგადოების უდიდეს ნაწილთან ანალოგიურ განცხადებაში. ამიტომ შემიძლია გითხრათ, პრემიერის განცხადება იყო მაქსიმალურად კორექტული და დიპლომატიურად მოზომილი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვერიდებით აშშ-სთან რაიმე ურთიერთობების დაძაბვას, და პირიქით, არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ეს ურთიერთობები საჭიროებს გადატვირთვას, ოღონდ ეს გადატვირთვა უნდა იყოს მხოლოდ სამართლიანობის პრინციპზე აგებული და ჩვენ მზად ვართ ამ ურთიერთობებისთვის, ნებისმიერი განხილვებისთვის, მაგრამ ამის საპასუხოდ ვიღებთ სრულიად უსამართლო, ორმაგი სტანდარტებს და უკვე ვხედავთ, შეურაცხყოფის შემცველ კონკრეტულ განცხადებებს”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – ძველი თბილისური გამოთქმაა: „სამი კაციც ბანდააო“ და ესეც დასჯადი ხდება – ამბობენ, „50 აკაცუკი არავის აინტერესებს“, „რაც უნდათ ის ქნანო“ და პარალელურად, ტროტუარზე დგომასაც უზღუდავენ – ისტერიული, პანიკური შიში აქვთ, სხვა ახსნა არ აქვს

შალვა პაპუაშვილი – პრობლემა დღეს ნატო-შია – რას ნიშნავს გაღებული კარი? თუ უსაშველოდ უნდა ვიდგეთ, რისკია, რომ ორპირ ქარში ადამიანი გაცივდეს – უკრაინის მაგალითზე, ეს ჰგავს მომენტს, როდესაც სატყუარაა ჩამოკიდებული, რომელსაც ვერასდროს უნდა მისწვდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ზურაბ ჭავჭანიძე – მიმდინარეობს მიზანმიმართული გენოციდი, საქართველოს გაქრობა, გადაშენება, ან გადაჯიშება – ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს: „მე თუ კარგად ვარ, ცხოვრება აწყობილიაო“, მაგრამ ხიფათი ყველას გვემუქრება