თეა წულუკიანის გამონათქვამი აბსოლუტურად არასწორად იქნა საზოგადოებაში ინტერპრეტირებული, რადგან ამ ჯგუფების, რადიკალების მიზანია, რაიმე ფორმით დისკრედიტაცია მოახდინონ დროებითი საგამოძიებო კომისიის, თუმცა ხედავენ, რომ ეს არ გამოსდით,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით თეა წულუკიანის განცხადებაზე გაკეთებულ შეფასებებს.
მიქანაძის თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ ანწუხელიძე საქართველოს უახლოესი ისტორიის გმირია.
„ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ გიორგი ანწუხელიძე არის ჩვენი უახლესი ისტორიის უდიდესი გმირი, ადამიანი, რომელიც წარმოადგენს სიმბოლოს ქართული გამბედაობის, ვაჟკაცობის და მტერთან შეურიგებლობის. თეა წულუკიანის გამონათქვამი აბსოლუტურად არასწორად ინტერპრეტირებული და გაზიარებული იქნა საზოგადოებაში, რადგან ამ ჯგუფების, რადიკალების მიზანია, რაიმე ფორმით დისკრედიტაცია მოახდინონ დროებითი საგამოძიებო კომისიის, თუმცა ხედავენ, რომ მათ ეს არ გამოსდით.
პროცესი, რომელიც გვიან საღამოს თეა წულუკიანის სახლთან განვითარდა, არის გაგრძელება რადიკალების, ამ უსუსური, უსახური განცხადებების და ერთგვარი პერფორმანსების”,- განაცხადა გვი მიქანაძემ.
